Quantcast
Channel: ფაქტები –მე, რეპორტიორი
Viewing all 199 articles
Browse latest View live

სექს-შოფი მორწმუნეებისთვის

$
0
0

ნიდერლანდებში, ყოფილმა სასულიერო პირმა და მოქმედმა ექსპერტმა სექსის საკითხებში, მორწმუნეებისთვის ონლაინ სექს-მაღაზია გახსნა. მაღაზიის მფლობელის, ყოფილი პასტორის, მარკ ანგენენტის აზრით, სექს მაღაზია მორწმუნე ქრისტიანებს დაეხმარებათ დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობასთან ბრძოლაში. რადგანაც, პასტორი მიიჩნევს, რომ მორმწმუნეებს არ უნდა სრცხვენოდეთ საჯაროდ სექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისა. საიტზე სახელწოდებით “სიყვარულის ბაღში ” მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს სასურველი ნივთი, ასევე გაიარონ კონსულტაციები ინსტრუქტორებთან . აღსანიშნავია, რომ ონლაინ სექს- შოფის საიტზე არ არის განთავსებული არც ეროტიკული და არც პორნოგრაფიული მასალა როგორც ფოტო ასევე ტექსტური სახით.
“სიყვარულის ბაღი” არ გახლავთ პირველი სექს-შოფი მორწმუნეებისთვის, 2010 წელს ნიდერლანდებში მსგავსი ტიპის მაღაზია მორმწუნე მუსულმანი წყილებისთვისაც გაიხსნა.

 
 

პრე მენსტრუალური სინდრომის მითი
სიყვარულის მაძებარი კაცები მეძავებთან მიდიან
ორალური სექსის შედეგები
სამფეხა კაცი ორი პენისით
4 ფაქტი ქალის სქესობრივი ცხოვრებიდან
სექსი და კალორიები
ფაქტები სექსზე
დეზებიანი პრეზერვატივი ქალებს გაუპატიურებისგან დაიცავს
სექსი თუ ჭამა
Air sex – შეჯიბრი სექსის იმიტაციაში


მთვარის მდელო ისჩიგუალასტოს პარკში

$
0
0

ისჩიგუალასტოს ეროვნულ პარკში მთვარის მდელო მდებარეობს. ქვები, რომელიც დედამიწის თანამგზავრს გავს მიმოფანტულია მიწაზე, მათი წარმოამვლობა კი უცნობია.

ისჩიგუალასტო გეოლოგიური ფორმაციებით ცნობილი პარკი არგენტინაში, სან-ხუანის პროვინციის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩილეს საზღვართან. რომელშიც ასევე მრავლადაა გეოლოგიური ფორმირებები.

პარკის ფართობია 603,7 კმ², რომლის უდიდესი ნაწილია მდებარეობს სან-ხუანის პროვინციის ვალიე-ფერტილის დეპარტამენტში, ხოლო მცირე ნაწილი ამავე პროვინციის ხაჩალის დეპარტამენტში. პარკი მდებარეობს ზღვის დონიდან 1 300 მეტრზე.

კლიმატი ძალიან მშრალია. თავსხმა წვიმები იცის მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში. წლის მინიმალური ტემპერატურაა -10 ° C, მაქსიმალური 45 ° C. მუდმივად ქრის სამხრეთის ქარი 20-40 კმ /სთ სიჩქარით.

პარკმა ფორმაცია განიცადა ტრიასულ ერაში (230 მილიონი წლის წინ). აქ აღმოჩენილია ძუძუმწოვრების ის სახეობა, რომელიც, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, წარმოადგენენ გარდამავალ საფეხურის ძველ დინოზავრებსა და თანამედროვე ძუძუმწოვრებს შორის.

kvebis mdelo

აგათა კრისტს სერფინგი უყვარდა

$
0
0

ფოტო გადაღებულია 1922 წელს ჰავაის ერთ-ერთ სანაპიროზე. ამ დროს იგი თავის პირველ ქმართან ერთად მოგზაურობდა. როგორც ცნობილია აგათა კრისტი ჰავაიში მოგზაურობის დროს სერფინგს სწავლობდა, რაც იმ დროისთვის ქალის მხრიდან გამოჩენილი იშვიათი ინტერესი იყო. ფოტოზე ჩანს აგათა და სერფინგის დაფა “ფრედი”. აგათა კრისტი ორჯერ იყო დაქორწინებული.
ეს ფოტო ბრიტანეთის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება.

 
არტურ კონან დოილის მუზა – რორაიმას მთა
მასაის ტომი ლომებს ნანადირევს უჭამს
ჯეკ დენიელსის ბოლო სიტყვები
გოლოდომორს გადარჩენილთა მონათხრობი
პაკისტანელმა მშობლემა ბიჭისთვის თვალის შევლებისთვის შვილი მოკლეს
ყველაზე დიდი ბიუსჰალტერი მსოფლიოში
ობობა ბუნებრივი სმაილიკით
Google-ის საძიებო სისტემით სექსის აქტივობა დაითვალეს
ცოლი ქმარზე 27%-ით ჭკვიანი უნდა იყოს
96 წლის ასაკში ინდუსმა ბავშვი “გააკეთა “
სალვადორ დალის საიდუმლო
საინტერესო ფაქტები ტუალეტის ქაღალდზე
ადამიანი რომელმაც 256 წელი იცოცხლა
ალ კაპონე სიყვარულზე სიმღერებს წერდა
საზიზღრული მოდა – ცოცხალი კუს ბრელოკი
ყველაზე პატარა ჩიტი მსოფლიოში
უცნაური ნიჭის მქონე ძაღლი
ბუნებრივად ფერადი ტბა
 

ლუი ბრაილის ტრაგედიით წარმოშობილი იდეა

$
0
0

ლუი ბრაილი დაიბადა 1809 წელს, საფრანგეთში, პარიზიდან 40 კილომეტრით მოშორებულ სოფელ კუვრეში. მამამისი, სიმონ-რენე ბრაილი, მეუნაგირე იყო. პატარა ლუი, ალბათ, ხშირად თამაშობდა მამამისის სახელოსნოში. მაგრამ ერთხელ უბედური შემთხვევა მოხდა. ლუიმ შემთხვევით წვეტიანი ინსტრუმენტი, შესაძლოა სადგისი, თვალში მოიხვედრა. დაზიანების შედეგების აღმოფხვრა შეუძლებელი აღმოჩნდა. მდგომარეობა იმით გაუარესდა, რომ ინფექცია მეორე თვალზეც გავრცელდა. სამი წლის ასაკში ლუი სრულებით დაბრმავდა.
მდგომარეობიდან გამომდინარე საუკეთესო გამოსავალი რომ ეპოვათ, ლუის მშობლებმა და მღვდელმა ჟაკ პალუიმ ლუი ადგილობრივ სკოლაში მიაბარეს. ლუი მოსმენილიდან მრავალ რამეს ითვისებდა. რამდენიმე წელი ის კლასში მოწინავე მოსწავლეც კი იყო! მაგრამ ბრმა ადამიანს შეზღუდულად შეეძლო სწავლა იმ მეთოდებით, რომლებიც მხედველობის მქონეთათვის იყო შემუშავებული. აქედან გამომდინარე, 1819 წელს ლუი ჩაირიცხა უსინათლო ახალგაზრდების სამეფო ინსტიტუტში.
ინსტიტუტის დამაარსებელი ვალენტინ ოუვი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უსინათლოთათვის კითხვის სწავლების პროგრამა შეიმუშავა. მას სურდა, შეწინააღმდეგებოდა გაბატონებულ თვალსაზრისს, რომ სიბრმავე ადამიანს ხელს უშლიდა განათლების მიღებაში. ოუვის ადრეული ექსპერიმენტები შეიცავდა სქელ ქაღალდზე ამობურცული ასოებით დაწერილ დიდ რელიეფურ შრიფტს. თუმცა ეს ჯერ კიდევ დახვეწილი მეთოდი არ იყო, მაგრამ ამ მცდელობამ მომავალში მის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.
ბრაილმა ისწავლა დიდი რელიეფური შრიფტით კითხვა ოუვის პატარა ბიბლიოთეკის წიგნებით. მაგრამ ის მიხვდა, რომ სწავლის ეს მეთოდი ნელი და არაპრაქტიკული იყო. ბოლოს და ბოლოს, ასოები თითებისთვის იყო შემუშავებული და არა დასანახავად. საბედნიეროდ, მის გარდა სხვამაც შენიშნა ეს შეზღუდვები და ამოქმედდა.

1821 წელს, როდესაც ლუი ბრაილი მხოლოდ 12 წლის იყო, ინსტიტუტს საფრანგეთის არტილერიის გადამდგარი კაპიტანი შარლ ბარბიე ესტუმრა. მან წარადგინა საკომუნიკაციო საშუალება ღამის დამწერლობის სახელწოდებით, რომელსაც მოგვიანებით სონოგრაფია ეწოდა. ღამის დამწერლობა ბრძოლის ველზე განვითარდა. ეს იყო ხელით შესახები საკომუნიკაციო მეთოდი, რომელშიც გამოიყენებოდა მართკუთხა ფორმით განლაგებული ამობურცული წერტილები — სიმაღლეში ექვსი და სიგანეში ორი. შიფრის მეშვეობით სიტყვების ფონეტიკურად გადმოცემის ამ იდეამ ინტერესი გამოიწვია სკოლაში. ბრაილმა დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ამ მეთოდის გამოყენება და გააუმჯობესა კიდეც. მაგრამ ეს სისტემა ნამდვილად პრაქტიკული რომ გამხდარიყო, ბრაილს ძალისხმევა სჭირდებოდა. თავის დღიურში ის წერდა: „თუ თვალები არ მაძლევს საშუალებას, შევისწავლო ადამიანები და მოვლენები, იდეები და მოძღვრებები, ვალდებული ვარ, გამოსავალი მოვძებნო“.
მომდევნო ორი წლის მანძილზე ბრაილი გულმოდგინედ მუშაობდა შრიფტის გამარტივებაზე. საბოლოოდ, მან შეიმუშავა დახვეწილი და მარტივი მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ექვსი წერტილის კომბინაციაზე, სადაც სამი წერტილი სიმაღლეშია განლაგებული და ორი სიგანეში. 1824 წელს, 15 წლის ასაკში, ლუი ბრაილმა დაამთავრა ეს სისტემა. მას შემდეგ სულ მალე ბრაილმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ინსტიტუტში და 1829 წელს გამოაქვეყნა ინფორმაცია თავისი უნიკალური საკომუნიკაციო მეთოდის შესახებ, რომელიც მისი სახელით იწოდება. მისი სისტემა ძირითადად უცვლელია, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო წვრილმანებს.

ბრაილის შრიფტი მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება ერთი ან ორივე ხელით. ის შეიცავს წერტილების 63 შესაძლო კომბინაციას. აქედან გამომდინარე, ანბანთა უმეტესობის ყველა ასო და სასვენი ნიშანი შეიძლება აღინიშნოს წერტილების განსაკუთრებული კომბინაციით. ზოგიერთ ენაში არსებობს ბრაილის შრიფტის შემოკლებული ფორმები და ზოგიერთი კომბინაციით აღნიშნულია ასოთა შეთანხმებები და მთლიანი სიტყვები, რომლებსაც ხშირად იყენებენ. ზოგიერთი ისე გაიწაფა ბრაილის შრიფტის კითხვაში, რომ წუთში 200 სიტყვის წაკითხვა შეუძლიათ!
“მკვლელი” ემულგატორები
არტურ კონან დოილის მუზა – რორაიმას მთა
დედა ტერეზას ბნელი მხარე
ახალგაზრდა სელფ-შოთზე დამოკიდებულებამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა
სამოთხის ტანაგარა
ყველაზე ცხელი მარილიანი უდაბნო დედამიწაზე

შეყვარებული დელფინები რჩეულს საჩუქრებს უკეთებენ

$
0
0

დელფინების პირად ცხოვრებიდან ერთი რომანტიკული ფაქტი გახდა ცნობილი. როგორც დელფინების ერთ–ერთ სახეობაზე დაკვირვებისგან გარიკვა მამალი დელფინები მის პოტენციურ პარტნიორს საჩუქრებს ჩუქნიან, რათა მათი გული დაიპყრონ. რა შეიძლება იყოს დელფინის მიერ გაკეთებული საჩუქარი? რა თქმა უნდა თაიგული წყალმცენარეებისგან.
ბუნებაში დელფინის 40–მდე სახეობა გვხვდება.ინდოეთი გახდა მეოთხე ქვეყანა სადაც დელფინების თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად მათი კომერციული მიზნებისთვის გამოყენება კანონით აკრძალულია. დელფინებს აქვთ კარგი მხედველობა და უნიკალური სმენა. ისინი ცურავენ 40 კმ/საათში. ასევე, დელფინებს ძალიან უყვართ სერფინგი. 1978 წელს, ბრიტანეში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დელფინები დადებითად მოქმედებენ ბავშვების ფსიქიკაზე. მას შემდეგ ბრიტანელებმა დელფინთერაპიის განვითარება დაიწყეს.
 
საინტერესო ფაქტები
Oº° ლეონარდო და ვინჩის სასახლე
°ºO ქერა ქალების ფენომენის შესახებ
°ºO მიცვალებულებთან ერთად ფოტოს გადაღების ტრადიცია
Oº° პარკინგი მანქანაში სექსისთვის
°ºO აგჰორი– მკვდრების ჭამა რელიგიური მოტივებით

საკმლის ანუ კევის ხე ვაშლოვანში

$
0
0

საკმლის ხე, კევის ხე, საღსაღაჯი (Pistacia mutica), ზაფხულ-მწვანე ხე ფსტის გვარისა. იშვიათი რელიქტური ჯიშია. მისი სიმაღლე 2-10 (15) აღწევს. . გავრცელებულია მცირე აზიიდან დასავლეთ ირანამდე.  საკმლის ხის კორომები ნათელი ტყის, საკმლისხიანის ან არიდული მეჩხერი ტყის სახელით არის ცნობილი და ვაკეებსა და მთისწინეთში გვხვდება. პერსპექტიული მშრალი და ხრიოკი ადგილების გასამწვანებლად. რგავენ აგრეთვე ბაღ-პარკებში ეულად და მცირე ჯგუფებად (თბილისის ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე ხეა). იზრდება ძალიან ნელა (120 წლისა 5 მ სიმაღლეს აღწევს). ცოცხლობს დიდხანს, 250-300 წელს (გვხვდება 1000 წლისაც კი). აქვს მკვრივი, მაგარი და მძიმე მერქანი, რომელსაც სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ. ღეროს ძივთში (გუმფისი) 75% ფისი და 25% ეთეროვანი ზეთებია. მშრალ ფისს ხმარობენ კევად. საღებავის დასამზადებლად, პარფიუმერიაში. ნაყოფი შეიცავს 60%-მდე ზეთს, რომელსაც ტექნიკური მიზნებისათვის იყენებენ, ფოთოლი — 20%-მდე ტანიდებს. ამიერკავკასიაში საკმლის ხეს იყენებენ ნამდვილი ფსტის (Pistacia vera) საძირედ.

მიუხედავად საკმლის ხის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებისა, საქართველოს ტერიტორიაზე მისი არეალის ზოგადი კონფიგურაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რადგან ერთეული ინდივიდებისა და მცირერიცხოვანი (2-5-10 ინდივიდიანი) ჯგუფების სახით შემორჩენილია ისტორიული არეალის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. . ვაშლოვანის ნაკრძალიდან ყველა მიმართულებით მისი რაოდენობა კლებულობს და რაც უფრო ვშორდებით სიმძიმის ცენტრს მისი ინდივიდები იშვიათია. ეს გამოწვეულია როგორც ბუნებრივი კლიმატური პირობებით, ისე ანთროპოგენური ფაქტორებით.

საკმლის ხე ორსახლიანი მცენარეა. ბუნებაში მამრობითი ეგზემპლარების რაოდენობა სჭარბობს მდედრობითს  შეფოთვლა, სხვა მერქნიან მცენარეებთან შედარებით, გვიან იწყება. ყვავილობს ნამდვილი გაზაფხულის დადგომის შემდეგ – აპრილ-მაისში. ყვავილედი საგველაა. ნაყოფმსხმოიარობა ივნისიდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. ნაყოფები ფოთლის ჩამოცვენის შემდეგ დიდხანს რჩება ტოტებზე. ნაყოფი მშრალია, კურკიანი, 5-7 მმ სიგრძის და 5-6 მმ სიგანის. თესლის მომწიფება სექტემბერ-ოქტომბერს ემთხვევა. მომწიფებული თესლების თითქმის ნახევარს გაღივებისა და აღმოცენების უნარი არ გააჩნია.

 

kevisxe

sakmeli

ფიფქია – ალბინოსი გორილა

$
0
0

ალბინიზმი (ლათ. albus. — „თეთრი“; ასევე უწოდებენ აქრომიას, აქრომაზიას და აქრომატოზს) — პიგმენტაციის ნაწილობრივ ან სრულად არმქონე კანის, თმის, თვალისფერადი გარსის პიგმენტაციის თანდაყოლილი არქონა ადამიანებსა და ცხოველებში; ასევე მცენარეებში — მწვანე შეფერილობის უქონლობაა, ზოგჯერ მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებზე (ჭრელფოთლობა).
განარჩევენ სრულ და ნაწილობრივ ალბინიზმს.

albino_gorilla_monkey

” ფიფქია” ცნობილი ალბინოსი გორილა, 40 წელი ბარსელონის ზოოპარკიში ცხოვრობდა. როგორც კვლევამ აჩვენა მან თეთრი შეფერილობა მიიღო ახლო ნათესაური გამრავლებით. იგი დაიბადა ველურ ბუნებაში, ხოლო ზოოპარკშ მოიყვანეს 1966 წელს გვინეადან. ფიფქია გარდაცვალების კანის კიბოს დაავადებით 2003 წელს.

ცისარტყელა მთები ჩინეთიში

$
0
0

დანსიას ფერადი მთები 400 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული და ჩრდილოეთ ჩინეთში მდებარეობს.
მთების სიმაღლე 300–400 მეტრია.
მისი ფორმირება თარიღდება 6 მილიონი წლით. დანსიას გეოლოგიური სტრუქტურა ჩამოყალიბდა ნიადაგის გრძელვადიანი გამოფიტვის და ყინვის შედეგად, გეოლოგების აზრით წითელი ქვიშაქვა და სხვა ქანები გადის მეტამორფულ პროცესებს მილიონობით წლის განმავლობაში. ზოგიერთი მოსაზრებით ამ ადგილას იყო ტბაც. მთებშია გამოქვაბულები და ქვის დარბაზები .
2010 წელს, იუნესკომ დანსია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

o-RAINBOW-MOUNTAINS-900 (6)

o-RAINBOW-MOUNTAINS-900 (2)

o-RAINBOW-MOUNTAINS-900 (4)

o-RAINBOW-MOUNTAINS-900 (5)

თუ გსურთ მსგავსი მათათა სისტემის ნახვა -შეგიძლიათ ეწვიოთ დავით გარეჯის უდაბნოშის.

131247823595_d3526efb68_o

44

c4d3f85c69be


10 000 ცალი სააღდგომო კვერცხით მორთული ხე

$
0
0

ერთ მშვენიერ დღეს, გერმანელმა პენსიონერმა ვოკლერ კრაფტმა, საღდგომო კვერცხებით მის ეზოში დარგული ვაშლის ხის მორთვა გადაწვიტა. მაშინ 1965 წელი იდგა. თავდაპირველად კვერცხების ფერადად შეღებვით კრაფტი შვილიშვილებს ართობდა. ხე იზდებოდა , კრაფტების ოჯახს კი უფრო მეტი დეკორატიული კვერცის გაკეთება სჭირდებოდათ. 1994 წელს სააღდგომო ხეზე უკვე 370 ცალი კვერცხი ეკიდა. 2012 წელს მისი ვაშლის ხე 10 000 ცალი სააღდგომო კვერცხით მოირთო. ახლა კი კრაფტი საკუთარ ეზოში ასობით ტურისტს მასპინძლობს. მაგრამ სააღდგომო ხის რეკორდი ეკუთვნის ვინმე ზოოს , რომელმაც 2007 წელს წითელი მუხა 79.596 კვერცხით შეამკო.

saagdomo xe

 
წიგნი, რომელმაც ,,ტიტანიკის ” კატასტროფა იწინასწარმეტყველა
პეკინესი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენით
ყველაზე ძვირიანი ყავა სპილოს ექსკრემენტისგან მზადდება
ორალური სექსისთვის საუკეთესო დროა დილის 10–დან 12 საათამდე
ყველაზე მაღალი სასტუმრო
270 სანტიმეტის სიგრძის თმა
წელიწადში ერთხელ გაყვავილებული მიწა
ყველაზე დიდი სახლი ხეზე
მონა ლიზა მთვარეზე გაფრინდა
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი

გოლოდომორს გადარჩენილთა მონათხრობი

$
0
0

1933 წელი 31 მაისი: “ამხანაგმა ფრენკელმა, რომელიც საბჭოთა კავშირის მთავარი პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიის წევრია, საიდუმლოდ გამანდო, რომ ხარკოვის ქუჩებში ყოველ ღამე შიმშილისგან გარდაცვლილ დაახლოებით 250 გვამს პოულობენ. ქალაქში მრავლად არიან ჯერ კიდევ ცოცხალი, მაგრამ შიმშილისგან გასიებული მოქალაქეები. ასეთებს სპეციალურ ბარაკებში გზავნიან, სადაც დაახლოებით 8 ათასამდე ადამიანია თავმოყრილი. მათი უმრავლესობა ბავშვებია. უმეტესობა იქვე კვდება.

სიკვდილის პირას მისული ადამიანები ქალაქში რომ არ მოკვდნენ, ხარკოვიდან სატვირთო ვაგონებით გაჰყავთ და შუა მინდვრებში ტოვებენ. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ მათი სიკვდილი არავინ დაინახოს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამჟამინდელი კატასტროფა რუსეთის მიერ უკრაინის კოლონიზაციის საფუძველი გახდება. მომავალში შესაძლოა აღარც კი იყოს საუბარი უკრაინაზე, უკრაინელებზე და აქედან გამომდინარე უკრაინულ პრობლემაზე, რადგან უკრაინა ფაქტიურად ეთნიკურად რუსებით დასახლებულ წმინდა რუსულ რეგიონად გადაიქცევა.”

* * *
ნიკოლაი ბრიუხანოვი. კრასნოგრადსკის რაიონი, სოფელი ბერესტოვენკა: “ოჯახში ცხრანი ვიყავით – ამათგან 4 ბავშვი. იმ დროისთვის ცუდად არ ვცხოვრობდით, პურიც გვქონდა და საქონელიც გვყავდა. და უცებ კოლექტივიზაცია დაიწყო. ბაბუაჩემი პავლე კულაკად ჩათვალეს. სახლიდან ყველაფერი გაიტანეს, საქონელი წაგვართვეს – ჩვენი სათამაშოებიც კი წაიღეს. ყოველგვარი სახსრის გარეშე დავრჩით. სახლი ფიცრებად დაშალეს და გარეთ გაგვყარეს. მერე ამ ფიცრებით სკოლას ათბობდნენ. ოჯახი დაიფანტა. თავს სხვადასხვა ნათესავებთან ვაფარებდით.”
* * *
ფიოდორ პანჩენკო, ვალკოვსკის რაიონი, სოფელი პანკოვკა: “1933 წლის დეკემბერში ჩვენს სოფელში კომუნისტები მოვიდნენ და სახლებში ხორბლის ძებნა დაიწყეს. ეზოებში გრძელი, წვეტიანი რკინის შუბებით დადიოდნენ. შუბებით მიწაში ხორბლის ორმოებს ეძებდნენ. ჩვენთან ვერაფერი ნახეს და ერთი ჯამი ლობიო წაიღეს. მეზობლად მოხუცები ცხოვრობდნენ. მათ ეზოში დამარხული კარტოფილი იპოვეს. კარტოფილი ამოიღეს. მის ნაცვლად კი ცივ ორმოში მოხუცი ჩასვეს და ყელამდე დაფლეს: “გაიხსენე ბებერო სად გაქვს პური დამალულიო”. კარგა ხანი იჯდა მიწაში მოხუცი. ისინი ამ დროს მის სახლში ქეიფობდნენ. როცა ამოთხარეს, სულ კანკალებდა. ცოტა ხანში კი გარდაიცვალა.”
* * *
ვერა კონიაევა ვალკოვსკის რაიონი, სოფელი გუზოვკა: “საჭმელი არაფერი იყო. დედა ბალახს აგროვებდა ნაყავდა და ნახარშს გვაძლევდა. მხოლოდ ამას ვჭამდით. შიმშილისგან გასიება დავიწყეთ. მე 10 წლის ვიყავი, ჩემი ძმები კი 8 და 6 წლის. დედა ტიროდა, ჩვენ კი როგორც შეგვეძლო ვამშვიდებდით. ერთხელ დედამ გარეთ საქონლის ნაწლავები იპოვა და სახლში წამოიღო. ძლივს მოაღწია, რადგან მშიერი სოფლელები მოსდევდნენ. კარი ჩავკეტეთ, ისინი კი არ მიდიოდნენ. ორი დღე არ გავსულვართ სახლიდან. გარეთ ხალხი გვდარაჯობდა. კიდევ კარგი, რომ სახლში გვქონდა წყალი და ასანთი. დედამ ავეჯი დაამტვრია, ცეცხლი დაანთო და ამ ნაწლავებისგან საჭმელი გაგვიკეთა. ამან გადაგვარჩინა.”

* * *
ეტრე დოროშკო ბოგოდუხოვსკის რაიონი, სოფელი ზამნივუსი: “მახსოვს, რომ სიჩუმე იყო. ძაღლებიც კი არ ჰყეფდნენ, რადგან ყველა შეჭამეს. ჭასთან მივდიოდი, წყალზე. ჩვენთან სახლში სიარული აღარავის შეეძლო, ბაბუა უკვე მკვდარი იყო. სოფლის გზა ცხედრებით იყო მოფენილი, როგორც შემეძლო გვერდს ვუქცევდი. უცებ ყვირილი გავიგე. ვხედავ ჭასთან ჩვენი მეზობელი ქალი თავის პატარა შვილს დასდევს, ბავშვი კი ყვირის და დედას თხოვს “არ გინდა დედა, არა”. ქალმა შვილს ხელი დაავლო და ჭაში ჩახტა. ხელში კიდევ ჩვილიც ეჭირა.”

* * *
ეფროსია კარაციუბა პეჩენეჟსკის რაიონი, სოფელი ნოვი ბურლუკი: “ერთ ქალს ჩვენ სოფელში 8 შვილი ჰყავდა. ქმარი 1929 წელს მოუკვდა. როცა შიმშილი დაიწყო, გადაწყვიტა უფროსი ბავშვების გადასარჩენად პატარებისთვის საჭმელი აღარ მიეცა. 2 უმცროსი ბუხარზე ასვა და ეუბნება: აქ იჯექით, თქვენი ხმა არ გავიგო, თორემ გარეთ ყინვაში გაგადებთო”. ბავშვები ჩუმად ტიროდნენ, ისე, რომ არავის გაეგო…. მაგრამ დედას უჯერებდნენ და ბუხრიდან არ ჩამოდიოდნენ.”

* * *
ალექსანდრე ხარჩენკო ვალკოვსკის რაიონი, სოფელი მინკოვკა: “ჩვენს გვერდით მაკარ ლისოვინი ცხოვრობდა, რომელსაც ორი გოგონა ჰყავდა. ერთი ჩემი წლოვანების იყო 5 წლის, მეორე კი უფრო პატარა. როცა შიმშილი იყო, უფროსი გოგონა მამამისმა ჩემს თვალწინ გამოიყვანა სახლიდან, ნაწნავში ხელი მოკიდა და ნაჯახით თავი მოაჭრა. შემდეგ თავი მიწაში ჩაფლა, ხოლო ტანი დიდ გობში ჩააგდო. მეორე შვილიც შეჭამეს ლისოვინმა და მისმა ცოლმა. შეიძლება მეც შევეჭამე, მაგრამ მაშინ გამხდარი ვიყავი და ეტყობა არ მოვეწონე. როდესაც ეს დედას მოვუყევი, მან მეზობლის სახლთან მისვლაც კი ამიკრძალა.”

* * *
ვერა ვოინოვა, ხარკოვი: “1933 წლის გაზაფხულზე ჩვენთან ხარკოვში სოფელ გუტიდან ჩემი მშობლების ნაცნობები ჩამოვიდნენ – ცოლ-ქმარი ვორონინები. გამხდრები და დათრგუნულები იყვნენ. წვნიანი ვაჭამეთ და დიდი ხნის შიმშილის გამო ცუდად გახდნენ. ცოტა ხნის შემდეგ როდესაც მომჯობინდნენ დედა ეკითხება: “თქვენი შვილები სად არიან?” – სამივე შევჭამეთ – დაუფიქრებლად გვიპასუხეს მათ. როგორ თუ შეჭამეთ? – ვკითხეთ გაოცებულებმა: “სათითაოდ: ჯერ პატარები, შემდეგ კი უფროსი. ნაწილებად ვჭრიდით, ვხარშავდით და ვჭამდით. რომ იცოდეთ რა გემრიელი იყო მათი პატარა თითები.”

მომზადებულია მიხეილ ბასილაძის სტატიის მიხედვით, http://24saati.ge

 
 
პაკისტანელმა მშობლემა ბიჭისთვის თვალის შევლებისთვის შვილი მოკლეს
ყველაზე დიდი ბიუსჰალტერი მსოფლიოში
ობობა ბუნებრივი სმაილიკით
Google-ის საძიებო სისტემით სექსის აქტივობა დაითვალეს
ცოლი ქმარზე 27%-ით ჭკვიანი უნდა იყოს
96 წლის ასაკში ინდუსმა ბავშვი “გააკეთა “
სალვადორ დალის საიდუმლო
საინტერესო ფაქტები ტუალეტის ქაღალდზე
ადამიანი რომელმაც 256 წელი იცოცხლა
ალ კაპონე სიყვარულზე სიმღერებს წერდა
საზიზღრული მოდა – ცოცხალი კუს ბრელოკი
ყველაზე პატარა ჩიტი მსოფლიოში
უცნაური ნიჭის მქონე ძაღლი
ბუნებრივად ფერადი ტბა
 

 

ჟირაფი –გრძელი კისრის სასწაული

$
0
0

ჟირაფისებრნის ოჯახი აერთიანებს 2 გვარის 2 სახეობას: ჩვეულებრივ ჟირაფსა და ოკაპს. ჩვეულებრივი ჟირაფის (Giraffa camelopardalis) სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს. აქვს მოკლე სხეული, გრძელი მაღალი კისერი, პატარა თავი, დიდი თვალები, მოკლე და ვიწრო ყურები, პატარა რქები. არეალის სხვადასხვა საზღვრებში შეფერილობა ცვალებადია და ამის გამო ჟირაფის რამდენიმე ქვესახეობას გამოყოფენ.

გავრცელებულია აფრიკაში საჰარის სამხრეთით. ბინადრობს სავანეებში. ქმნის მცირე ჯგუფებს, რომლებიც 12-15 (ზოგჯერ 70-მდე) სულისაგან შედგება. აქტიურია დღისით. იკვებება აკაციის ფოთლებით და ტოტებით. აქვს კარგი მხედველობა და სმენა.
მამალი ჟირაფი 1 300 კგ-მდე იწონის და შეუძლია განავითაროს სიჩქარე, რომელიც საათში 60 კმ-ს უახლოვდება.

ძველად პატარა ჟირაფებს მმართველებსა და მეფეებს ჩუქნიდნენ ხოლმე როგორც ძღვენს, რომელიც ერებს შორის მშვიდობასა და კეთილმოსურნეობას გამოხატავდა.ძველ ეგვიპტურ იეროგლიფებში ჟირაფი ასახავდა სიტყვას „წინასწარმეტყველება“, რაც მის მნიშვნელოვან სიმაღლესა და შორს ხედვის უნარზე მიუთითებდა.

აღნაგობის წყალობით ჟირაფი ადვილად სწვდება მაღალი ხეების კენწეროებს, სატაცი ზედა ტუჩისა და მოქნილი ენის უნიკალური სტრუქტურა ბასრწვეტიანი ეკლებით შემოსილი ტოტებიდან ფოთლების მოწყვეტის საშუალებას აძლევს.ჟირაფებს დღეში 34 კგ მცენარეულობის მირთმევა შეუძლიათ. საკვების ძიებისას მამალ ჟირაფს ენის 42 სმ-ზე გამოყოფა შეუძლია.

სიმაღლეების დაძლევა ჟირაფისთვის ადვილია, მაგრამ წყლის დალევასთან დაკავშირებით საქმის ვითარება სხვაგვარია. წყალთან მიახლოებისას ჟირაფმა ნელა უნდა გაშალოს განზე წინა ფეხები და შემდეგ ორივე წინა მუხლი მოღუნოს, რათა წყალს მისწვდეს. საბედნიეროდ, ჟირაფს არ სჭირდება ხშირად წყლის სმა, რადგან კვებისას წვნიანი ფოთლებიდან საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს.

ჟირაფმა მაკეობის პერიოდში ნაშიერი 420-დან 468 დღემდე უნდა ატაროს. დაბადებისას ნაშიერი ორ მეტრზე მეტი სიმაღლიდან მიწაზე პირდაპირ თავით ეცემა! მაგრამ 15 წუთში უვნებელი ახალშობილი ფეხებზე ფამფალ-ფამფალით დგება და ძუძუს მოსაწოვად ემზადება.
ექვს თვეში მას შეიძლება ერთი მეტრის სიმაღლე მოემატოს, ხოლო წელიწადში სიმაღლე გაუორმაგდეს. მხოლოდ ერთ კვირაში ნაშიერი შეიძლება 23 სმ-ით გაიზარდოს.

ჟირაფის სისხლის მიმოქცევის სისტემა ნამდვილად სასწაულებრივად არის შექმნილი. თავად გული ძალიან დიდია და ტვინისთვის სისხლის მისაწოდებლად ამ მაცოცხლებელ სითხეს მძლავრად უნდა ტუმბავდეს, რადგან ტვინი გულიდან სამნახევარი მეტრით ზემოთ მდებარეობს. კუნთოვანი გული, რომელიც წუთში 170-ჯერ ძგერს და რომელსაც 7 სმ-ის სისქის კედლები აქვს, ისეთ სისტოლურ წნევას წარმოქმნის, რომელიც ადამიანისას თითქმის სამჯერ აღემატება. ასეთ დატვირთვას რომ მშვიდად გაუმკლავდეს, საძილე არტერიაც, რომელიც ტვინს სისხლს აწვდის, და საუღლე ვენაც, რომელიც სისხლს გულს უბრუნებს, საკმაოდ დიდი უნდა იყოს. მართლაც, ეს სისხლძარღვები დიამეტრში 2,5 სმ-ს აღემატება და გამძლე ელასტიკური შემაერთებელი ქსოვილით არის გამაგრებული — ყოველივე ეს კი სისხლძარღვებს მოქნილს ხდის და აძლიერებს.

როდესაც ჟირაფი თავს დაბლა ხრის, საუღლე ვენაში არსებული სარქველები ტვინს სისხლის ძლიერი ნაკადისგან იცავენ. ტვინის ფუძესთან დიდი საძილე არტერია გადადის სხვა შესანიშნავად შექმნილ „მოწყობილობაში“, რომელსაც საკვირველი ბადე ეწოდება. ამ ადგილას ჟირაფის თავის დაწევის შედეგად ტვინის მიმართულებით წარმოიქმნება სისხლის ინტენსიური დინება, რომლის შენელებაც ხდება, ვინაიდან სისხლი გადადის პაწაწინა სისხლძარღვების განსაკუთრებულ ქსელში, რომელიც სისხლის წნევას არეგულირებს და ტვინს სისხლის ძლიერი ნაკადისგან იცავს. როდესაც ჟირაფი თავს დაბლა ხრის, საკვირველი ბადე ფართოვდება, ხოლო მაღლა აწევისას იკუმშება, რითაც საკმაოდ დაცემულ სისხლის წნევას ანეიტრალებს და ჟირაფს გონების დროებითი დაკარგვისგან იცავს.
მეცნიერები გააკვირვა იმის აღმოჩენამ, რომ ჟირაფის საოცრად გრძელ კისერში იმდენივე მალაა, რამდენიც თაგვს ან ძუძუმწოვრების უმრავლესობას აქვს! მაგრამ სხვა ძუძუმწოვრების უმრავლესობისგან განსხვავებით, ჟირაფს აქვს „ბურთულა-ღრმულის“ განსაკუთრებული სტრუქტურის მქონე დაგრძელებული მალები, რაც მის შესანიშნავ ელასტიკურობას განაპირობებს. ამიტომაც ჟირაფს კისრის მოხრა და მობრუნება იმგვარად შეუძლია, რომ სხეულის ყოველ ნაწილს მოუაროს ან დასანაყრებლად ხის მაღალ ტოტებს მოხერხებულად მისწვდეს.

ადამიანი ნადირობს და ამ მშვენიერ ქმნილებას დიდი რაოდენობით კლავს. უმოწყალოდ დევნილი მშვენიერი ტყავის, გემრიელი ხორცისა და კუდის გრძელი შავი ბეწვის გამო, რომელსაც ზოგიერთების აზრით მისტიკური ძალა აქვს. ჟირაფის რაოდენობა ძალზე შემცირებულია, ხოლო ზოგან სრულიად განადგურებულია. შენარჩუნებულია უმთავრესად ეროვნულ პარკებსა და რეზარვატებში.

არტურ კონან დოილის მუზა – რორაიმას მთა
დედა ტერეზას ბნელი მხარე
ახალგაზრდა სელფ-შოთზე დამოკიდებულებამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა
სამოთხის ტანაგარა
ყველაზე ცხელი მარილიანი უდაბნო დედამიწაზე

კვერცხზე ქარგვა

$
0
0

“პოეზია კვერცზე” ასე ჰქვია ამ საოცარ ნიმუშებს, რომლის ამოქარგვასაც დიდი მოთმინება და დრო სჭირდება. კვერცზე ქარგვის სირთულე მდგომაროებს შემდეგში– ისე იქარგება, რომ კვერხცხი არ ტყდება. თავდაპირველად კვერცს ცლიან შიგთავსისგან, შემდეგ მასში ასხამენ ძმარს და აყოვნებენ რამდენიმე წუთი. ამის შემდეგ კი ფანქრით ამოსაქარგ ფიგურებს ახატავენ და წვრილი ნემსით ამზადებენ ნაჩხვლეტებს.




 
10 000 ცალი სააღდგომო კვერცხით მორთული ხე
თეთრი უდაბნო
მომავლის მანქანა რობოტი
ყველაზე მხცოვანი ქალი 115 წლის გახდა
წიგნი, რომელმაც ,,ტიტანიკის ” კატასტროფა იწინასწარმეტყველა
წელიწადში ერთხელ გაყვავილებული მიწა

ზღვის წავები –ყველაზე საზარელი არსებები

$
0
0

ალბათ, გინახავთ ფეისბუქზე გაზიარებული “თბილი ფოტოები” ზღვის წავების წყვილის, რომლებსაც ძილის დროს თათები აქვთ ჩაკიდებული. გულის ამაჩუყებელი ფოტოს მიღმა, ზღვის წავები საზარელი არსებები არიან.

წავის გამოკვებას დიდი რესურსები ჭირდება – მათ ყოველდღიურად საკუთარი წონის მეოთხედი საკვები უნდა მიიღონ. როდესაც, საჭმელს შეზღუდული რაოდენობით შოულობენ, მათთვის არც ისე სახარბიელოა სიტუაცია დგება. ამიტომ ზოგიერთი მამრი წავი ტყვედ იყვანს პატარა წავებს, სანამ მათი დედა გამოსასყიდის სახით საკვებს არ მოუტანს.

პატარების მოტაცება წავების ერთადერთი მავნე თვისება არ გახლავთ. ისინი აუპატიურებენ პატარა სელაპებს, რაც ზოგჯერ მსხვერპლის სიკვდილით მთავრდება. მამრი წავები პოულობენ ყმაწვილ ლარგებს და ისე აჯდებიან ზემოდან, თითქოს მდედრ წავებს ანაყოფიერებდნენ. განაყოფიერების პროცესი მოიცავს გარკვეული პერიოდით მდედრის წყალქვეშ თავით ჩაყურყუმელავებას, რაც ლარგების სიკვდილს იწვევს (იგივე შედეგი დგება მდედრი წავების 10%-შიც). მამრ წავს შეუძლია პატარა სელაპს მინიმუმ საათ-ნახევრი აუპატიურებდეს . თუ სელაპი გარდაიცვლება ზოგი წავი თავს ანებებს მსხვერპლს და თავის მოვლას იწყებს, ზოგი კი მკვდარი სელაპის ხრწნადი გვამის გაუპატიურებას ერთი კვირის განმავლობაში აგრძელებს.

ზღვის წავებზე საშიში მათ სამხრეთ ამერიკელი ნათესავია. ის გიგანტური მდინარის წავია, რომელიც 1.8 მეტრამდე იზრდება და ჯგუფური ნადირობა იტაცებს.

ფუკეტის მაცხოვრებელთა ტრადიცია 18+

$
0
0

უკვე, 200 წელზე მეტია, რაც ტაილანდში, კუნძლ ფუკეტზე ვეგეტარიანული ფესტივალი, იგივე ცხრა ღმერთის თაყვანისცემის ფესტივალი იმართება. ფესტივალი ცხრა დღე გრძელდება. ცხრა დღის განმავლობაში მონაწილეები მკაცრ ვეგეტარიანულ კვებით რეჟიმს იცავენ, ამ გზით ისინი ცდილობენ სხეულისა და სულის გაწმენდას. მკაცრი მარხვის პარალელურად ფესტივალის მონაწილეები იყენებენ თვითდაზიანებებს, დადიან ნაკვერჩხალზე , ვარდებიან ტრანსში. მათი არაორდინალური საქციელი ტურისტებში დიდ ინტერესს იწვევს, რაც ტურისტებს არც თუ ისე ძვირი, ცხრა დღიან ფესტივალზე დასწრება მხოლოდ 1000 $–მდე უჯდებათ.



 
საინტერესო ფაქტები
Oº° წიგნებისგან გაკეთებული კოშკი
°ºO უჩვეულო კრისტალი
Oº° ორიგინალური ქორწილები
°ºO ცხოვრება 24 თითით
°ºO ეროტიკა ჩრდილებით

ტიტანიკიდან გადაღებული აისბერგი

$
0
0


ამ უნიკალურ ფოტოზე ზუსტად ის აისბერგია აღბეჭდილი, რომელსაც ტიტანიკი შეეჯახა.
ფოტო 24 წლის ამერიკელმა ჯონ სნიდერმა გადაიღო, რომელიც ევროპაში ორ თვიან თაფლობის თვიდან ბრუნდებოდა და მის მეუღლესთან ერთად ტიტანიკის პირველი კლასის ნომრით სარგებლობდა. მან ფოტო მაშინ გადაიღო, როდესაც გემბანზე მოსაწევად გავიდა. დღეს, ამ ფოტოს ღირებულება 100 000 $-ია.

როგორ აგზავნიდნენ ბავშვებს ფოსტით
თქვენი საყვარელი ძაღლის კლონირება შესაძლებელია
პროსტიტუციის კურსები ესპანეთში
არქეოლოგებმა °რომეო და ჯულიეტა° იპოვეს
იზოლაციაში მომქცევი


სასტუმრო მიცვალებულებისთვის

$
0
0

იაპონიაში გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურება საშუალოდ 30 000 $ ჯდება. ისეთი შემთხვევისთვის, როცა ოჯახის წევრი დაიღუპება, ხოლო კრემაციის რიგში ლოდინი ჭირისუფალს რამდენიმე დღე უწევს, იაპონიის ერთ–ერთ ქალაქში გაიხსნა სასტუმრო მიცვალებულებისთვის. სასტუმროში ყველა გარდაცვლილს საკუთარი ოთახი აქვს, სხეული სასახლის მსგავს ჩასასვენებელშია მოთავსებული, რომელიც საჭირო ტემპერატურის ბალანსს უზრუნველყოფს. სასტუმროს თანამშრომლები მიცვალებულს ყველა საჭირო მანიპულაციას უტარებენ. სასტუმროში ყოფნის დროს გარდაცვლილის მონახულება შეუძლიათ მეგობრებსაც . ამ სასტუმროში გარდაცვლილისთვის ერთი ასეთი დღის გატარება 157$ ღირს.


უცნაური მეგობრობა
კეტჩუბი ევროპაში ჩინეთიდან შეიტანეს
კაფე კატებისთვის
ყველაზე მრავალ ქმრიანი ქალი მსოფლიოში
ნარკოტიკების მუზეუმი მექსიკაში

როგორ გამოხატავენ ცხოველები თოვლის დროს სიხარულს

მსოფლიოს ყველაზე ძველი უდაბნო

$
0
0

ნამიბის უდაბნო მდებარეობს უდაბნო აფრიკაში, ნამიბიისა და ნაწილობრივ ანგოლის ტერიტორიაზე. წარმოადგენს ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკის ნაწილს.სახელი მომდინარეობს ნამას ენიდან და ნიშნავს „ვრცელ ადგილს“. ბოლო 55 მლნ წლის მანძილზე, ეს ადგილი გაუსაძლისად მშრალი და გვალვიანია. ნამიბის უდაბნო მიჩნეულია მსოფლიოს ყველაზე ძველ უდაბნოდ.
ნამიბის უდაბნო სამხრეთ აფრიკის პლატფორმის ერთ-ერთ ფიზიოგრაფიულ რეგიონს წარმოადგენს და გადაჭიმულია 80,900 კმ²-ზე.
უდაბნოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია მცენარეთა და ცხოველთა რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ზოგი ენდემურია და აქ არსებული სპეციფიური კლიმატისადმი მაღალი შემგუებლობით ხასიათდება

მოლოტოვის კოქტეილის წარმოშობის ისტორია

$
0
0

“მოლოტოვის კოქტეილის” სახელწოდება მომდიანრეობს ვიაჩესლავ მოლოტოვისგან, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი.

როგორ დაერქვა მოლოტოვი

ვერსია უკავშირდება საბჭოთა კავშირისა და ფინეთის ომის პერიოდს. ერთ-ერთი მორიგი დაბობმბის დროს მოლოტოვმა თავის რადიო გამოსვლაში განაცხადა, რომ საბჭოთა არმია კი არ ბომბავს ფინელებს, არამედ მათ აწვდის სურსათს. ამის შემდეგ ფინელებმა საბჭოთა კასეტურ ბობს РРАБ-3- ს შეარქვეს მოლოტოვის პურის კალათი, ხოლო შედარებით მომცრო ზომის ბომბებს კი მოლოტოვის საპურე. ხოლო საპასუხოდ გამოიგონეს ცხელი მასის ნარევი, რომელსაც ერთი ვერსიით თავდაპრიველად ერქვა “კოქტეილი მოლოტოვისთვის”.

რეცეპტი

მოლოტოვის კოქტეილის 5-ზე მეტი რეცეპტი არსებობს : ჩე გევარას, ფრნაგული, საბჭოთა, ფინური და ა.შ. მათ განასხვავებს შემადგენლობა და პროპორციული შეფარდება ბენზინისა სხვა ნარევების (პარაფინი, გუდრონი და ა.შ).

მოლოტოვის კოქტეილის წინაპარი

ითვლება, რომ თავად ბენზინის “ბომბის” შექმნა 1936წ ესპანეთის სამოქალაქო ომიდან იღებს სათავეს სადაც ნაციონალისტებმა გამოიყენეს ბენზინით სავსე ბოთლები ტანკების საწინააღმდეგოდ. თუმცა არსებობს ვერსია, რომ “მოლოტოვის კოქტეილის” წინაპარი უფრო ადრე, 1895 წელს კუბელებმა ესპანელების წინააღმდეგ გამოიყენეს. ცეცხლის ეფექტი ფსიქოლოგიურად იმდენად დამთრგუნველი აღმოჩნდა, რომ ნახევარ საათში ესპანელებს თეთრი დროშა გადმოუკიდიათ. ფინელები თვლიან, რომ კოქტეილის იდეა გაუჩნდა ფინური არმიის კაპიტანს ერო კუიტინენუს, რომელმაც ესპანელების გამოცდილებაზე დაყრდნობით 1937 წელს დაიწყო ბენზინის ასაფეთქებლის გაუმჯობესებული ვარიანტის კეთება.
ცნობისთვის, მოლოტოვის კოქტეილი თავდაპირველად შუშის ბოთლში კეთდებოდა, რომელსაც ფითილად უმაგრებდნენ ნაჭერს.

ცელსუსის ბიბლიოთეკა ეფესოში

$
0
0

ცელსუსის ბიბლიოთეკა ანტიკური შენობაა ეფესოში, ანატოლიაში. დღესდღეობით თურქეთის შემადგენლობაში მდებარეობს. აშენებულია ანტიკური ხანის ბერძენის, ტიბერიუს იულიუს ცელსუს პოლემეანუსის მიერ. შენობა დასრულებულ იქნა ჩვენი წელთაღრიცხვით 135 წელს ცელსუსის ვაჟის, გაიუს იულიუს აქვილას მიერ (კონსული, 110 წ.). ცელსუსი იყო ადგილობრივი მდიდარი და პოპულარული მოქალაქე, 92 წელს იგი იყო კონსული, 115 წელს კი აზიის პროვინციის მმართველი. ის წარმოშობით სარდისის მიდამოებიდან იყო და მთლიანად ბერძნული წარმოშობის მქონე ადამიანებს შორის გახდა პირველი, რომელიც რომის იმპერიაში კონსულად იქნა არჩეული და ბიბლიოთეკაში მოიხსენება როგორც ბერძენ ასევე რომაელად. ბიბლიოთეკის მშენებლობა ცელსუსის საკუთარი სახსრებით ფინანსდებოდა.
ბიბლიოთეკა აშენდა 12,000 გრაგნილის შესანახად და ასევე როგორც ცელსუსის მონუმენტური საფლავი. ცელსუსი დაკრძალულია ბიბლიოთეკაში სარკოფაგის ქვეშ. იმ დროისთვის ძალიან უჩვეულო იყო ბიბლიოთეკაში ან თუნდაც ქალაქის შიგნით დასაფლავება, ეს წარმოადგენდა ცელსუსისთვის განსაკუთრებულ პატივს.

turkey-2011-ephesus-07-curetes-street-with-the-library-of-celsus-in-the-background

library-of-celsus

Ephesus_Celsus_Library_Façade

ephesus_library_celsus14

Turkey, Ephesus, Celsus Library, elevated view

Turkey, Ephesus, Celsus Library, elevated view

Celsus-library-facade

800px-Efez_Celsus_Library_6_RB

800px-20million

Viewing all 199 articles
Browse latest View live