Quantcast
Channel: ფაქტები –მე, რეპორტიორი
Viewing all 199 articles
Browse latest View live

მამაკაცები არ გადაშენ დებიან

$
0
0

მკვლევარები აცხადებენ, რომ ვარაუდები Y ქრომოსომის გადაშენებაზე ნაადრევია. როგორც ცნობილია, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ სქესის განმსაზღვრელი ქრომოსომა და მასთან ერთად მამაკაცები შესაძლოა 5 მილიონ წელიწადში გაქრნენ. თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მამაკაცები არსად აპირებენ წასვლას და Y ქრომოსომა კიდევ დიდხანს იარსებებს. 200 მილიონი წლის წინ, როცა ძუძუმწოვრები დედამიწაზე ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, X და Y ქრომოსომები ინტერაქტიული წყვილივით არსებობდნენ. ყოველ თაობაში მათ გადაჰქონდათ გენების ნაწილი და ასე ურევდნენ მშობლების გენეტიკურ ნიშნებს ერთმანეთში. შემდგომში მამაკაცურმა ნიშან-თვისებებმა თავი მოიყარა Y ქრომოსომაში, მათ შორის იყო სათესლე ჯირკვლები და სპერმა. ეს ქალებისთვის საშიში იყო და შესაბამისად ამის შემდეგ ქრომოსომებმა დამოუკიდებლად დაიწყეს განვითარება. დღესდღეობით ქალებს აქვთ წყვილი X ქრომოსომა, კაცებს კი – XY. რადგანაც ეს ქრომოსომები გენებს არ ცვლიან, სულ უფრო ძნელი ხდება Y ქრომოსომაში არსებული ხარვეზების გამოსწორება. ამის გამო ის უფრო მგრძნობიარეა ბუნებრივი გადარჩევის მიმართ და როგორც მეცნიერები თვლიან, დროთა განმავლობაში დეგრადაციას განიცდიდა.


ჰალსტუხები –შუა საუკუნეებში და ახლა

$
0
0

ათასწლეულების მანძილზე მამაკაცები თავიანთი ყელისა და კისრის მორთვა-მოკაზმვაზე ზრუნავდნენ. მაგალითად, ძვ. წ. 1737 წელს ეგვიპტის ფარაონმა იოსებს ოქროს ძეწკვი აჩუქა.

XVI საუკუნის დამლევს ინგლისსა და საფრანგეთში თანამედროვე ჰალსტუხის წინამორბედები გამოჩნდნენ. მამაკაცები იცვამდნენ კამზოლს, რომელსაც „დაბლიტი“ ეწოდებოდა. მის მოსართავად კი კისერზე მრგვალ და გოფრირებულ მაგარ საყელოს იკეთებდნენ. ხშირ შემთხვევაში ეს საყელო, რომელსაც შეიძლება რამდენიმე გოჯის სისქეც ჰქონოდა, კისერზე გარსშემოვლებულ ფირფიტისებრ დისკოს წარმოადგენდა. ის თეთრი ქსოვილისგან მზადდებოდა და ფორმა რომ არ დაკარგვოდა, ახამებდნენ ხოლმე.
საბოლოო ჯამში, ამ საყელომ გზა დაუთმო თეთრ „დავარდნილ საყელოს“, რომელიც მთლიანად ფარავდა მხრებს. მას „ვანდეიკსაც“ ეძახდნენ. სხვებთან ერთად, მას პურიტანებიც ატარებდნენ.

XVII საუკუნეში ჩვეულებრივი გრძელი პიჯაკის ქვეშ მამაკაცებს ჟილეტი ეცვათ. მას, ვინც ასეთ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, კისერი კაშნეს მსგავსი ყელსახვევით ჰქონდა შეხვეული. ეს ქსოვილი კისერზე რამდენჯერმე იყო მოხვეული.

ამბობენ, რომ ინგლისის მეფე ჯეიმზ II-მ კორონაციის დღისთვის ნაყიდ ასეთ ყელსახვევში 36 გირვანქა სტერლინგი და 10 შილინგი გადაიხადა, რაც იმ დროისათვის საკმაოდ დიდ თანხას წარმოადგენდა. ზოგი მაქმანის ყელსახვევი საკმაოდ დიდი იყო. უესტმინსტერის სააბატოში ჩარლზ II-ის გამოსახულებაზე ჩანს ყელსახვევი, რომელიც სიგანით 15 სმ იყო, ხოლო სიგრძით — 86 სმ.

ამბობენ, რომ ყელსახვევის შეკვრის, სულ მცირე, ასი საშუალება არსებობდა. ბოუ ბრუმელზე, ინგლისელ მამაკაცზე, რომელიც გავლენას ახდენდა მამაკაცების ჩაცმულობის სტილზე, ამბობენ, რომ ერთი ყელსახვევის შეკვრას, სწორად რომ დაემაგრებინა, მთელ დილას ანდომებდა.

XIX საუკუნის 60-იანი წლებისთვის გრძელკიდეებიანი ყელსახვევი ახლანდელ ჰალსტუხს დაემსგავსა და უკვე ამ სახელს უწოდებდნენ. მას „ფორ-ინ-ჰენდსაც“ ეძახდნენ. ეს სახელი წარმოიშვა იმ კვანძიდან, რომელსაც ოთხი ცხენისგან შემდგარი ეკიპაჟის მეეტლეები იყენებდნენ. საყელოიანი პერანგებიც მაშინ შემოვიდა მოდაში. ჰალსტუხს ნიკაპის ქვეშ კვანძავდნენ, ხოლო მისი გრძელი კიდეები პერანგის გულისპირზე ეშვებოდა. აი როდის გახდა ჰალსტუხი ისეთი, როგორიც დღეს არის. სხვა სტილის, პეპლის ფორმის, ჰალსტუხმა XIX საუკუნის 90-იან წლებში მოიპოვა პოპულარობა.

Google-ის საძიებო სისტემით სექსის აქტივობა დაითვალეს

$
0
0

სექსიცნობისმოყვარე მკვლევარებმა Google-ის საძიებო სისტემაში , ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად ძებნადი სიტყვების ანალიზი გააკეთეს. როგორც გაირკვა, ამერიკელები და ევროპელები ყველაზე ხშირად სიტყვებს: პაემანი, მეძავი და პორნოგრაფიას ივნისი-ივლისის თვეში ეძებენ. მომდევნო თვეებში ამ სიტყვების ძიების შედეგი დაბლა იწევს, ხოლო დეკემბერ-იანვარში ისევ აღწევდა პიკს. მაგ. სიტყვა მეძავის ძიება 2,78%-ით იზრდება, პარტნიორის 5,67%, ხოლო, პორნოგრაფიის 4,28%-ით.
როგორც არ უნდა ვიკვლევდეთ ამ სამი სიტყვის ძიების შედეგებს, იქნება ეს გაცნობის საიტები თუ ბორდელები, წლების მანძილზე ტენდენცია რჩება იგივე, გამონაკლისია მხოლოდ ეს ოთხი თვე, ხოლო მომდევნო წელსაც ვიღებთ იგივე სურათს – ამბობს პატრიკ მარკი, ფსიქოლოგი.
როგორც ჩანს, რაც უფრო მეტი ადამიანია ჩვენს გარშემო, ან რაც უფრო მეტი ადამიანის გარემოცვაში ვიმყოფებით, მით უფრო გვაინტერესებს სექსულური ასპექტები. გაზაფხული-ზაფხული ხომ საზოგადოებრივი საქმიანობის პერიდოია, ხოლო დეკემბერი დღესასწაულების და შოპინგის.- ამბობს მარკი.
კვლევა 2006 წლის იანვრიდან 2011 წლის მარტის პერიოდს მოიცავს. თუმცა, მკვლევარმა, ჯერ ზუსტად არ იცის რატომ ფიქსირდება სექსუალური აქტივობის ეს 2 პიკი.
 
 

წელიწადში 50000 ადამიანი კვდება სექსის დროს
ფალოსის თაყვანისცემელთა ეკლესია
სექს-შოფი მორწმუნეებისთვის
პრე მენსტრუალური სინდრომის მითი
სიყვარულის მაძებარი კაცები მეძავებთან მიდიან
ორალური სექსის შედეგები
სამფეხა კაცი ორი პენისით
4 ფაქტი ქალის სქესობრივი ცხოვრებიდან
სექსი და კალორიები
ფაქტები სექსზე
დეზებიანი პრეზერვატივი ქალებს გაუპატიურებისგან დაიცავს
სექსი თუ ჭამა
Air sex – შეჯიბრი სექსის იმიტაციაში

მეცნიერებმა პირველად შექმნეს ადამიანის ემბრიონის კლონი

$
0
0

უჯრედების, ელექტროშოკებისა და მრავალი ცდის დახმარებით მეცნიერებმა პირველად შექმნეს ადამიანის ემბრიონის კლონი. მათ კვერცხუჯრედს მოაშორეს ბირთვი (რეგიონი უჯრედში, სადაც ინახება დნმ) და მასში მოათავსეს 8 თვის ბავშვის კანის უჯრედის ბირთვი, ელექტროშოკის დახმარებით კი ზრდის სტიმულირება მოხდა.
მომავალში ემბრიონის ღეროვანი უჯრედები გამოყენებული იქნება თითქმის ნებისმიერი ორგანოს შემცვლელის შესაქმნელად. გარდა ამისა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ემბრიონის ღეროვანი უჯრედების მეშვეობით განკურნავენ მრავალ დაავადებას, მათ შორის დიაბეტს, ალცჰაიმერს, პარკინსონს და ზურგის ტვინის დაზიანებებსაც კი. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ კლონირების ტექნიკით ემბრიონული ღეროვანი უჯრედების შექმნას, რადგან ისინი პაციენტის გენეტიკასთან თავსებადია და არ მოხდება ორგანიზმის მიერ უარყოფა.

ზღვის წავები –ყველაზე საზარელი არსებები

$
0
0

ზღვის წავები საზარელი არსებები არიან. ფეისბუქზე ალბათ გინახავთ ზღვის წავების წყვილი, რომლებსაც ძილის დროს თათები აქვთ ჩაკიდებული, რათა ერთმანეთს არ დაშორდნენ. ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამება, თუმცა ზღვის წავები ასევე აუპატიურებენ პატარა სელაპებს. როგორც ჩანს, ისინი ერთ-ერთი ყველაზე გარყვნილი არსებები არიან ცხოველთა სამყაროში.

წავის გამოკვებას დიდი რესურსები ჭირდება – მათ ყოველდღიურად თავიანთი წონის მეოთხედი საკვები უნდა მიიღონ. ამიტომ როცა საჭმელი შეზღუდული რაოდენობითაა, სიტუაცია არც ისე სახარბიელოა ხოლმე. ზოგიერთი მამრი წავი ტყვედ იყვანს პატარა წავებს, სანამ მათი დედა გამოსასყიდის სახით საკვებს არ გადაიხდის.

მაგრამ წავები უბრალოდ არ იტაცებენ პატარებს. ისინი ასევე აუპატიურებენ პატარა სელაპებს, რასაც მსხვერპლის სიკვდილი მოჰყვება ხოლმე. მამრი წავები პოულობენ ყმაწვილ ლარგებს და ისე აჯდებიან ზემოდან, თითქოს მდედრ წავებს ანაყოფიერებდნენ. სამწუხაროდ, განაყოფიერების პროცესი მოიცავს გარკვეული პერიოდით მდედრის წყალქვეშ თავით ჩაყურყუმალავებას, რაც ლარგების დაუყოვნებლივ სიკვდილს იწვევს (იგივე შედეგია მდედრი წავების 10%-შიც). მინიმუმ საათ-ნახევრის განმავლობაში მამრ წავს პატარა სელაპი ამ პოზიციაში ჰყავს და სიკვდილამდე აუპატიურებს. ამის შემდეგ ზოგი წავი თავს ანებებს მსხვერპლს და თავის მოვლას იწყებს, ზოგი კი მკვდარი სელაპის ხრწნადი გვამის გაუპატიურებას აგრძელებს ერთი კვირის განმავლობაში.

ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ზღვის წავები ყველაზე საშიში წავებიც კი არ არიან. სამხრეთ ამერიკაში დღემდე ბინადრობს გიგანტური მდინარის წავი, რომელიც 1.8 მეტრამდე იზრდება. და ისინი ჯგუფებად ნადირობენ.

სექს-შოფი მორწმუნეებისთვის

$
0
0

ნიდერლანდებში, ყოფილმა სასულიერო პირმა და მოქმედმა ექსპერტმა სექსის საკითხებში, მორწმუნეებისთვის ონლაინ სექს-მაღაზია გახსნა. მაღაზიის მფლობელის, ყოფილი პასტორის, მარკ ანგენენტის აზრით, სექს მაღაზია მორწმუნე ქრისტიანებს დაეხმარებათ დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობასთან ბრძოლაში. რადგანაც, პასტორი მიიჩნევს, რომ მორმწმუნეებს არ უნდა სრცხვენოდეთ საჯაროდ სექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისა. საიტზე სახელწოდებით “სიყვარულის ბაღში ” მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს სასურველი ნივთი, ასევე გაიარონ კონსულტაციები ინსტრუქტორებთან . აღსანიშნავია, რომ ონლაინ სექს- შოფის საიტზე არ არის განთავსებული არც ეროტიკული და არც პორნოგრაფიული მასალა როგორც ფოტო ასევე ტექსტური სახით.
“სიყვარულის ბაღი” არ გახლავთ პირველი სექს-შოფი მორწმუნეებისთვის, 2010 წელს ნიდერლანდებში მსგავსი ტიპის მაღაზია მორმწუნე მუსულმანი წყილებისთვისაც გაიხსნა.

 
 

პრე მენსტრუალური სინდრომის მითი
სიყვარულის მაძებარი კაცები მეძავებთან მიდიან
ორალური სექსის შედეგები
სამფეხა კაცი ორი პენისით
4 ფაქტი ქალის სქესობრივი ცხოვრებიდან
სექსი და კალორიები
ფაქტები სექსზე
დეზებიანი პრეზერვატივი ქალებს გაუპატიურებისგან დაიცავს
სექსი თუ ჭამა
Air sex – შეჯიბრი სექსის იმიტაციაში

უცნაური ფორმის ყვავილები

$
0
0

დაათვარიელე, ყველაზე უცნაური ყვავილის სახეობები

ყვავილის სახეობა - Antirrhinum ყვავილის სახეობა - ორქიდეა ყვავილის სახეობა -  Orchis Italica ყვავილის სახეობა -  Calceolaria Uniflora ყვავილის სახეობა -   Anguloa Uniflora ყვავილის სახეობა - Habenaria Radiata ყვავილის სახეობა - Caleana Major ყვავილის სახეობა - Ophrys bomybliflora

რატომ ეწოდებოდა ძველ ნინევეს „სისხლისმღვრელი ქალაქი“?

$
0
0

ნინევე იყო ასურეთის იმპერიის დედაქალაქი. ეს იყო ძლევამოსილი ქალაქი დიდებული სასახლეებით, ტაძრებით, განიერი ქუჩებითა და მასიური კედლებით. ებრაელმა წინასწარმეტყველმა ნაუმმა მას „სისხლისმღვრელი ქალაქი“ უწოდა (ნაუმი 3:1).
ასურეთში სინახერიბის სასახლის კედლებზე ასახული რელიეფი აშკარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ასურელები სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთ კედელზე აღწერილია, როგორ გლეჯენ ენას მიწაზე დაჭედებულ ტყვეს. საოცარი ამბიციითაა აღწერილი ისიც, თუ როგორ მიათრევენ თოკებით ცხვირში და ტუჩებში კაუჭგამოდებულ ტყვეებს. დატყვევებული ქალაქების დიდებულებსა და მთავრებს აიძულებდნენ, თავიანთი მეფეების მოჭრილი თავები კისერზე ჩამოეკიდათ და სამკაულებივით ეტარებინათ.

ასირიოლოგი არჩებალდ ჰენრი სეისი აღწერს ერთ-ერთ დაპყრობილ ქალაქში ასურელების ბარბაროსულ საქციელს: „ადამიანის თავებისგან აგებული პირამიდები მიუთითებდა დამპყრობლების მიერ გავლილ გზაზე. ბიჭებსა და გოგონებს ცოცხლად წვავდნენ ან უფრო უარესი სასჯელისთვის ინახავდნენ. კაცებს ძელზე აკრავდნენ, ცოცხლად ატყავებდნენ, თვალებს თხრიდნენ, ან ხელებს, ფეხებს, ყურებსა და ცხვირებს აჭრიდნენ“


რატომ ჰქონდა ებრაელთა სახლის ბანებს მოაჯირი შემოვლებული?

$
0
0

ებრაელებს ღმერთმა უბრძანა: „როცა სახლს აიშენებ, ბანს მოაჯირიც გაუკეთე, რომ არავინ გადმოვარდეს და შენს სახლს სისხლი არ მოეკითხოს“ (კანონი 22:8). უსაფრთხოების ასეთი ზომების დაცვა აუცილებელი იყო, რადგან ბიბლიურ დროში ებრაელები ბანს ხშირად იყენებდნენ.
ისრაელები სახლებს უმეტესწილად ბრტყელ სახურავებს უკეთებდნენ. ოჯახის წევრები ხშირად ადიოდნენ ბანზე, სადაც მზეს ეფიცხებოდნენ და სახლის საქმეებს აკეთებდნენ. ზაფხულში ბანზე ძილს არაფერი სჯობდა (1 სამუელი 9:26). მიწათმოქმედი ბანზე აშრობდა მარცვლეულს, ლეღვსა და ქიშმიშს (იესო ნავეს ძე 2:6).
ბანს თაყვანისმცემლობისთვისაც იყენებდნენ. ბიბლიიდან ჩანს, რომ ზოგი ებრაელი ბანზე ჭეშმარიტ ღმერთს სცემდა თაყვანს, ზოგი კი — ცრუ ღმერთებს (ნეემია 8:16—18; იერემია 19:13). ერთხელ მოციქული პეტრე შუადღისას ბანზე ავიდა სალოცავად (საქმეები 10:9—16). ზოგი ბანზე ვაზის ან პალმის ტოტების საჩრდილობელს აკეთებდა, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა იქ დასვენებას.
ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ ბანზე ასასვლელად ისრაელების სახლებს „კიბე გარედან ჰქონდათ მიშენებული ან მიდგმული“ (The Land and the Book). ამგვარად ოჯახის წევრებს სახლში შეუსვლელად შეეძლოთ ბანზე ასვლა და ჩამოსვლა. ალბათ, ამით აიხსნება იესოს გაფრთხილება, რომელიც მან დასაღუპავად განწირული ქალაქიდან დაუყოვნებლივ გაქცევასთან დაკავშირებით წარმოთქვა: „ბანზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს სახლიდან რამის ასაღებად“ (მათე 24:17).

გურიისა და სამეგრელოს ძაღლების სასაკლაო

$
0
0

   ოზურგეთის რაიონის სოფელ ოზურგეთში (სოფელ ბაილეთთან) ფუნქციონირებს ძაღლების სასაკლაო, რომელიც ეკუთვნის გიორგი მაღაფერიძეს. ი/მ გიორგი მაღაფერიძეს ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული გურიისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებთან, ოზურგეთის რაიონში კი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქვემდებარე ორგანიზაცის ააიპ ,,ოზურგეთის სერვისცენტრი”-ს ცხოველთა იზოლაციის განყოფილების გამგედ ითვლება. ხელშეკრულებების თანახმად მას ევალება იზოლირებული უსახლკარო ცხოველების გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რომელიც მას არ გააჩნია. იგი ანხორციელებს როგორც უსახლკარო ასევე მეპატრონეების მიერ გადაცემული ძაღლების გადაყვანას საკონცენტრაციო ბანაკში და შემდგომ მათ განადგურებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ჟურნალისტური მოკვლევა, დააჭირეთ: აქ

    ცხოველთა უფლებადამცველებმა წერილობით არაერთხელ მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურორს რეაგირების მიღებისათვის, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, სოფლის მეურნეობის მინისტრს.
     ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდისა და სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენელ თემურ ლაჭყეპიანის მიერ 2014 წლის 29 მაისს ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელმაც მოახდინა ფოტო მასალის გადაღება და შეადგინა ახსნა-განმარტების ოქმები, მათ მიერ გიორგი მაღლაფერიძისაგან გამოთხოვნილ იქნა ხელშეკრულებები რომელიც მას აქვს გაფორმებული მუნიციპალიტეტებთან და ასევე ოზურგეთის მუნიციპალური სამსახურის დებულება. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამსახრეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონულ განყოფილებაში შედგენილ იქნა გასაუბრების ოქმები.
    ადგილზე აღმოჩენილ იქნა სამარხები, რომლებშიც განთავსებული იყო დახოცილი ძაღლების ლეშები. ვოლიერებში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდა დაახლოებით 10 ცოცხალი ძაღლი, რომლებიც თემურ ლაჭყეპიანის მიერ გაშვებულ იქნა ბუნებრივ არეალში, ასევე თავმოკრულ ტომარაში იმყოფებოდა 9 ლეკვი რომლებიც გადაყვანილ იქნენ აჭარაში არსებულ ცხოველთა თავშესაფარში (აიბოლიტი), რომელიც ეკუთვნის შპს ,,CEBEP”-ს.

ავტორი: თემურ ლაჭყეპიანი
ფოტო მასალა: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ტაძრის შესაწირავების გაღება იესოს დროს

$
0
0

ტაძრის საგანძური ქალთა ეზოში მდებარეობდა. ერთ წიგნში ნათქვამია: „ყველაფერი ხდებოდა ერთი უბრალო კოლონადის გარშემო, მის შიგნით კედლის მოპირდაპირე მხარეს იდგა ცამეტი ფულის ჩასაყრელი, [რაშიც] შესაწირავებს ყრიდნენ“ (The Temple—Its Ministry and Services).
ფულის ჩასაყრელებს საყვირებსაც უწოდებდნენ ვიწრო ყელისა და განიერი ფსკერის გამო. თითოეულ ჩასაყრელს ეწერა, თუ რომელი შესაწირავისთვის იყო განკუთვნილი და იქ შეგროვილი თანხა კონკრეტული მიზნისთვის გამოიყენებოდა. ერთხელ იესო ქალთა ეზოში იმყოფებოდა და აკვირდებოდა, როგორ ყრიდა ხალხი, მათ შორის გაჭირვებული ქვრივი, ფულს ფულის ჩასაყრელში (ლუკა 21:1, 2).
ორი ჩასაყრელიდან ერთი განკუთვნილი იყო მიმდინარე წლის ტაძრის გადასახადებისთვის, მეორე კი — გასული წლის. მე-3-დან მე-7-ს ჩათვლით ფულის ჩასაყრელში გროვდებოდა თანხა გვრიტების, მტრედების, შეშის, საკმევლისა და ოქროს სასმისების შესაძენად. თუ შემწირველი საჭიროზე მეტ თანხას გაიღებდა, მორჩენილ ფულს ამ მიზნისთვის განკუთვნილ რომელიმე ჩასაყრელში ყრიდა. მერვე ჩასაყრელში ყრიდნენ ცოდვის შესაწირავის ყიდვის შემდეგ მორჩენილ თანხას. მე-9-დან მე-12-ს ჩათვლით ფულის ჩასაყრელში იყრებოდა ის თანხა, რომელიც მორჩებოდათ დანაშაულის შესაწირავიდან, შესაწირავად ნაყიდი ფრინველებიდან, ნაზირებისა და განწმენდილი კეთროვნების მიერ გაღებული შესაწირავებიდან. მე-13 ჩასაყრელი ნებაყოფლობითი შესაწირავებისთვის იყო განკუთვნილი.

მამაკაცები არ გადაშენ დებიან

$
0
0

მკვლევარები აცხადებენ, რომ ვარაუდები Y ქრომოსომის გადაშენებაზე ნაადრევია. როგორც ცნობილია, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ სქესის განმსაზღვრელი ქრომოსომა და მასთან ერთად მამაკაცები შესაძლოა 5 მილიონ წელიწადში გაქრნენ. თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მამაკაცები არსად აპირებენ წასვლას და Y ქრომოსომა კიდევ დიდხანს იარსებებს. 200 მილიონი წლის წინ, როცა ძუძუმწოვრები დედამიწაზე ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, X და Y ქრომოსომები ინტერაქტიული წყვილივით არსებობდნენ. ყოველ თაობაში მათ გადაჰქონდათ გენების ნაწილი და ასე ურევდნენ მშობლების გენეტიკურ ნიშნებს ერთმანეთში. შემდგომში მამაკაცურმა ნიშან-თვისებებმა თავი მოიყარა Y ქრომოსომაში, მათ შორის იყო სათესლე ჯირკვლები და სპერმა. ეს ქალებისთვის საშიში იყო და შესაბამისად ამის შემდეგ ქრომოსომებმა დამოუკიდებლად დაიწყეს განვითარება. დღესდღეობით ქალებს აქვთ წყვილი X ქრომოსომა, კაცებს კი – XY. რადგანაც ეს ქრომოსომები გენებს არ ცვლიან, სულ უფრო ძნელი ხდება Y ქრომოსომაში არსებული ხარვეზების გამოსწორება. ამის გამო ის უფრო მგრძნობიარეა ბუნებრივი გადარჩევის მიმართ და როგორც მეცნიერები თვლიან, დროთა განმავლობაში დეგრადაციას განიცდიდა.

ჰიტლერის აპარტამენტის იშვიათი ფოტოები

$
0
0

ჰოტლერის სახლი

ექსკლუზიური იშვიათი

მსოფლიო ომი ადოლფ

hitleri

kabineti ofisi

ჰიტლერი ადოლფი

 
 
არტურ კონან დოილის მუზა – რორაიმას მთა
მასაის ტომი ლომებს ნანადირევს უჭამს
ჯეკ დენიელსის ბოლო სიტყვები
გოლოდომორს გადარჩენილთა მონათხრობი
პაკისტანელმა მშობლემა ბიჭისთვის თვალის შევლებისთვის შვილი მოკლეს
ყველაზე დიდი ბიუსჰალტერი მსოფლიოში
ობობა ბუნებრივი სმაილიკით
Google-ის საძიებო სისტემით სექსის აქტივობა დაითვალეს
ცოლი ქმარზე 27%-ით ჭკვიანი უნდა იყოს
96 წლის ასაკში ინდუსმა ბავშვი “გააკეთა “
სალვადორ დალის საიდუმლო
საინტერესო ფაქტები ტუალეტის ქაღალდზე
ადამიანი რომელმაც 256 წელი იცოცხლა
ალ კაპონე სიყვარულზე სიმღერებს წერდა
საზიზღრული მოდა – ცოცხალი კუს ბრელოკი
ყველაზე პატარა ჩიტი მსოფლიოში
უცნაური ნიჭის მქონე ძაღლი
ბუნებრივად ფერადი ტბა
 

წაიკითხე National Geographic-ის სტატიები ქართულად აქ ►
ნახე საინტერესო ფაქტები აქ ►
 
 

ჩაუპადი- მენსტრუაციის დროს ქალის გარიყვის ტრადიცია

$
0
0

მიუხედავად სასამართლო აკრძალვისა, ცენტრალურ და დასავლეთ ნეპალში დღემდე არსებობს ჩაუპადის ტრადიცია. ამ ტრადიციის მიხედვით ქალები მენსტრუაციული ციკლის დროს მთებში იხიზნებიან. მენსტრუაციის პერიოდში ქალს უკრძალავენ ქმრის , მცენარეების, შინაური ცხოველების , ხილის და ბოსტნეულის შეხებას, ასევე აკრძალულია ჰიგიენური საშუალებეის და სითბოსითვის ლაბადის გამოყენება. ტრადიციის მიხედვით ქალებს ეკრძალებათ რძის პროდუქტებისა და ხორცის მიღება. ისინი მენსტრუაციის დროს მხოლოდ წყალს, მარილს და ბრინჯს იღებენ. ასეთ გაუსაძლის პირობებში მყოფი ქალები ხშირად იღუპებიან. ბოლო შემთხვევა 2012 წელს დაფიქსირდა, როცა მთებში გახიზნული 28 წლის მუნადევი სიცივის შედეგად გარდაიცვალა.
გაეროს არ გააჩნია ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ქალი შეეწირა ჩაუპადის ტრადიციას, თუცა, ცნობილია, რომ გარიყული ქალების დიდ ნაწილს უჩნდება რესპირატორული დაავადებები, მალარეა, იღუპებიან გველის ნაკბენითა და მტაცებელი ცხოველების თავდასხმის შედეგად.
[ფოტო: ნეპალში ქალები აღასრულებენ ჩაუპადის ტრადიციას]

უცნაური გენიოსები

$
0
0

ჩვენს საზოგადოებაში უკვე მიღებული და დაჯერებული თეორიაა ის, რომ გენიოსები ყოველთვის ცალმხრივად არიან განვითარებულები. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს ბევრი მწერალი და დიდ პატივს ვცემ ხელოვან ადამიანებს , მაინც არ მაქვს სხვა გზა, მეც ამ თეორიას უნდა დავუჯერო, ბოლოს და ბოლოს ფაქტები და სტატისტიკური მაჩვენებელიც ამაზე მეტყველებს. მოკლედ გთავაზობთ დაპირებულ პოსტს:) გენიალურად უცნაური გენიოსები:)

ნიკოლაი პაგანინი, რომელიც ჰაინეს ქვესკნელიდან ამოსულ ჩონჩხად ეჩვენებოდა, კონცერტის შემდეგ დამბლადაცემულს ჰგავდა, მიწისფერი სახე ოფლით ეცვარებოდა, მაჯისცემა უსუსტდებოდა, ნიადაგ ერთ წერტილს აშტერდებოდა. ღამე არ ეძინებოდა.

ვიოლინოზე დაკვრის სპეციფიკამ მისი სხეულიც შეცვალა, ის ვეღარ უძლებდა ბობოქარ სულს.

წერის დროს შილერი მაგიდის უჯრაში დამპალ ვაშლებს ინახავდა, ბალზაკი მუშაობდა ბერის ანაფორაში; პრუსტი დაწოლილი წერდა; ჰემინგუეი პირდაპირ რემინგტონზე ბეჭდავდა; დოსტოევსკი კარნახობდა; ასევე იქცეოდა ჯოისი, მილტონმა მთელი პოემა „დაკარგული სამოთხე“ მდივანს უკარნახა; კოსტანტინე გამსახურდია გვიან, სანთლის შუქზე წერდა; სალვადორ დალის შთაგონებისათვის ბუზები სჭირდებოდა, ყოველ ბუზს ხუთ ფრანკად ყიდულობდა.

ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს კეისარი სახითა და სახელით ცნობდნენ თავიანთ 30.000 ჯარისკაცს. ასევე სატანური მეხსიერება ჰქონა ნაპოლეონს, ჰიტლერს, და სტალინს.

როგორც მეტყველება არის სტიქიური პროცესი, ისეა წერაც. მაგრამ სიუჟეტის განვითარება, ხასიათის თხზვა, კომპოზიცია, კონცეფციის გაშლა მოითხოვს დიდ ჯაფას.(მაგ. ფლობერმა ათჯერ გადაწერა „მადამ ბოვარი“)

თხზვის დასრულებას ახლავს სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდა, რადგან ხელოვანი ტანჯვისა და აღმოთქმის სურვილისაგან თავისუფლდება.

მოსეს ქანდაკება რომ დაასრულა, აღფრთოვანებულმა მიქელანჯელომ მუხლზე ჩაქუჩი დაჰკრა ებრაელთა წინამძღოლს და შესძახა: „მოსე, აღსდექი და ამეტყველდი!“…

პუშკინმა „ბორის გოდუნოვი“ რომ დაამთავრა, ტაშს უკრავდა და გახარებული ყვიროდა: „აიდა ტი პუშკინ სუკინ სინ!“ (მე მაპატიეთ, ვერ ვიტან რუსულ შრიფტს, იმიტომ რომ კარგად არ ვიცი:))

„ანა კარენინას“ ბოლო წერტილი რომ დაუსვა, ტოლსტოი ცხენს რამდენიმე საათი დაუზოგავად აჭენებდა…

ბლოკმა „თორმეტნის“ დაწერის შემდეგ უბის წიგნაკშ აღნიშნა:“сегодня-я гений”

„მამა გორიო“ რომ მოკვდა, ბალზაკი თავს ცუდად გრძნობდა; ანდრეი ბალკონსკის სიკვდილზე ტოლსტოის ცრემლები მოერია და კაბინეტიდან გადიდა; 25 წლის თომას მანი „ბუდენბროკების“ დაწერამ გამოფიტა და დეპრესიას უჩიოდა, „დავით აღმაშენებელის“ დაწერის მერე კოსტანტინე გამსახურსიას ძლიერი დეპრესია და არარობის მტანჯველი გრძნობა დაეუფლა.

გადმოცემით, ტრაგიკოსი სოფოკლე სიცილისაგან მოკვდა.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი 25 წლის იყო, როცა ტიფი გადაიტანა, ინფექციურმა დაავადებამ დაუტოვა ქრონიკული ენტერიტი, და სმენითი ნევრიტი, ამ ყველაფერს დაერთო მელანქოლია და ქოშინი. მას შემდეგ სმენა დააკლდა და წლების მანძილზე სულ დაყრუვდა.

მიაჩნდათ, რომ კომპოზიტორის სიყრუეს ჰქონდა ერთი სპეციფიკა, თუმცა გარე სამყაროსთან კონტაქტს ჰკარგავდა, სმენითი ცენტრები მაინც სულ აღგზენებული ჰქონდა.

ჭაბუკ ალექსანდრე ბლოკს აკვიატებული ჰქონდა მარადქალურის იდეა, რომლის ასრულება ცხოვრებაშ სცადა. მასში კლეოპატრას სახე განსახიერდა. როცა ცოლად შეირთო ლიუბოვ მენდელეევა, დიმიტრი მენდელეევის ქალიშვილი, რომელიც თავგამეტებით უყვარდა, მისტიკური იდეებით შეპყრობილმა, სექსზე უარი თქვა და მათი ქორწინება პლატონურად აქცია.
ბლოკს თავისი გატაცება ჰქონდა, ცოლს-თავისი.

და ბოლოს ოსკარ უაილდი: მას ხელოვნური ყვავილები უყვარდა, ცხოვრებას თეატრი ერჩივნა, ქუჩაში სეირნობას–ოთახში ყოფნა, ქალს–მამაკაცი.

ცხოვრება წარმავალად მიაჩნდა, ხელოვნება–მარადიულად.

ამიტომ იცვლება და ბერდება არა პერსონაჟი დორიან გრეი, არამედ მისს სურათი. ესე იგი ცხოვრობს მოდელის სანაცვლოდ, მაგრამ როცა სურათს დანას ჩასცემს, თვითონ კვდება და არა პორტრეტი, მას უყვარს არა ქალი სიბილა, არამედ ამ ქალის მიერ შესრულებული სახეები.

არ შიმიძლია ამ პოსტების სერიას მესამე ნაწილიც არ დავურთო, კერძოდ სისხლიანი მარსი და შემოქმედი…
და მოგმართავთ ჩემს მკითხველებს, სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები რამ გამოიწვია აურზაური facebookზე წინა პოსტთან დაკავშირებით, უბრალოდ გთხოვთ ნუ გამაკრიტიკებთ, როგორც ჟურნალისტს და ნუ მომთხოვთ უფრო ღრმა ინფორმაციას, ფსიქოლოგიურ კვლევებს, მე იმას ვწერ რაზეც ამ წუთას ხელი მიმიწვდება. მინდა ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია უბრალოდ კარგად საკითხავი იყოს და რა თქმა უნდა ინფორმაციის მომცემი,თუმცა მე ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია რომ მას ვინმე სამეცნიერო ნამუშევრებისათვის გამოიყენებთ, დიდი მადლობა წინასწარ ჩემი პოსტის წაკითხვისათვის:)

natia121-ის კუთხე


საიქს-პიკოს შეთანხმება: ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო საზღვრების მოკლე ისტორია

$
0
0

sykes1ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა საზღვრების ისტორიას პირველ მსოფლიო ომამდე მივყავართ. მას შემდეგ რაც ომში ოტომანების იმპერიაც (ოსმალეთი) ჩაერთო მის წინააღმდეგ მოქმედება რუსეთის გარდა ერთდროულად ფრანგულმა და ბრიტანულმა არმიამ წამოიწყო და თანაც სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით – ეგვიპტიდან სირიისაკენ და ირანიდან ერაყის გავლით ანატოლიისაკენ. ომამდე სირი, იორდანია, ერაყი, ლიბანი, ისრაელი, პალესტინა, კუვეიტი და საუდის არაბეთის სანაპირო ნაწილი ოსმალთა ხელში იყო, მაგრამ 1915-1916 წლებში ინგლისელთა თაოსნობით მოკავშიირეთა შეტევა პრაქტიკულად მოუგერიებელი გამოდგა და თურქულმა არმიამ უკან დაიხია ანატოლიისაკენ.

წარმატებასთან ერთად დადგა საკითხი თუ როგორ უნდა გადანაწილებულიყო ომის შემდგომი ახლო აღმოსავლეთის რუკა, რაზეც ერთდროულად დაიწყეს მუშაობა ინგლისელმა დიპლომატმა ეგვიპტეში საიქსმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ პიკომ. მოგვიანებით მოლაპარაკებებში ჩაერთი რუსული მხარეც საზონოვის მეთაურობით. მათ პირდაპირ რუკაზე მოხაზეს ტერიტორიები, რომელთაგანაც ტერიტორიის ნაწილი უშალოდ გადაეცემოდა რომელიმე მხარეს საკონტროლებლად, ხოლო მეორე ნაწილზე კი გავრცელდებოდა მათი ზეგვლენა. ხელშეკრულება საიქს-პიკო-საზონივის სახელი ეწოდა, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ომიდან რუსეთი გამოეთიშა რუსული პირობა საერთოდ ამოვარდა და დარჩა უბრალოდ საიქს-პიკოს შეთანხმება. ტერიტორიების გადანაწილების შედეგი ასეთი იყო: 

- ბრიტანეთის უშუალო კონტროლის სფერო ხდებოდა ცენტრალური ერაყი, კუვეიტი და საუდის არაბეთის ნაწილი გამოცხადდა, B ზონაში (ზეგავლენის სფერო) კი იორდანია შევიდა.

- ფრანგული კონტროლის სფერო ხდებოდა სირიის სანაპირო ზოლი, ლიბანი, თურქეთის სამხრეთი პროვინციები, ხოლო A ზონად (ზეგავლენის სფერო) ცენტრალური სირია და ჩრდილოეთ ერაყი გამოცხადდა;

- რუსეთის ხელში გადადიოდა თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციები: ვანი, ერზურუმი და ტრაბიზონი;

რაც შეეხება პალესტინას: იგი ანგლო-ფრანგულ კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა.

საბოლოოდ საიქს-პიკო-საზონოვის ხელშეკრულება ისე განხორციელდა, როგორც ეს ინგლისელებს სურდათ: გარდა წინასწარ შთანხმებული ტერიტორიებისა უშალოდ საკონტროლებელი ტერიტორებისა, ბრიტანეთის ხელში აღმოჩნდა ჩრდილოერთ ერაყი ანუ მოსულის მხარე, რომელზეც შეთანხმებისამებრ ფრანგული კონტროლი უნდა გავრცელებულიყო; ინგლისელებს დარჩათ პალესტინაც, ისევე როგორც იორდანია, შეთანხმებისამებრ რომელიც B ზონას წარმოადგენდა. ფრანგებმა ვერ მიიღეს თურქეთის სამხრეთ პროვინციები, სამაგიეროდ სრულად მიიერთეს სირია და ლიბანი; რუსებმა კი არათუ ვერ მიიღეს ვერანაირი ტერიტორია, არამედ სრულიად გამოეთიშნენ ომსა და როგორც იმპერია სულაც დაიშალნენ.

თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის საზღვრები სწორედ ანგლო-ფრანგული გადანაწილებისა და შემდეგ აქ სხვადასხვა სახელმწიფოების დაარსების შედეგად აღმოცენდა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში დღემდე პრობლემურია.

გიორგი კობერიძე

ფაქტები რომელიც არ აიხსნება

$
0
0

ლონდონელი ძმების უცნაური აღსასრული
1974 წლის 14 ივლისს ლონდონში 17 წლის ნევილ ებინს, რომელიც მოტოციკლით ქუჩაში მოძრაობდა, ტაქსი დაეჯახა. ტაქსში მძღოლთან ერთად მხოლოდ ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ყმაწვილი ადგილზე გარდაიცვალა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იმავე ადგილას იმავე მოტოციკლით მგზავრობდა ნევილის უმცროსი ძმა ერსკინ ებინი, რომელსაც ის იყო შეუსრულდა 17 წელი. მას დაეჯახა იმავე ტაქსი, რომელმა ერთი წლის მისი ძმა იმსხვერპლა. ტაქსს მართავდა იგივე მძღოლი და მასში იჯდა იგივე მგზავრი.

რა არის ეს, დამთხვევა თუ სამყაროს უცნაური თამაში?! ზოგი ასეთ ფაქტების “დამთხვევას” ცრურწმენას ეძახის, ზოგი ბედისწერას, ზოგიც კარმას.

შექსპირის გვარი ბიბლიაში
ინგლისში რიცხვი 46 საიდუმლო და მეტაფიზიკურ დატვირთვას ატარებს. რატომ? ინგლისელები ამას ძალიან უბრალოდ ხსნიან _ ფსალმუნების ინგლისურ თარგმანში 46-ე ფსალმუნის 46-ე სიტყვაა “shake” (შერყევა, შენჯღრევა), ხოლო ამავე ფსალმუნის ბოლოდან 46-ე სიტყვა კი “spear” (შუბი). მათი შეერთებით მიიღება სიტყვა “shakespear” (შექსპირი). საქმე კი იმაშია, რომ 1610 წელს, როდესაც ეს თარგმანი შესრულდა შექსპირი 46 წლის იყო…

666
ნუმეროლოგების უდიდეს ყურადღებას იქცევს ასევე 666 – “მხეცის ციფრი”, რომელიც ბიბლიაში, იოანეს “გამოცხადებაშია” მოხსენიებული. ნუმეროლოგების გამოთვლებით ეს რიცხვი ე. წ. “რიტუალის ფორმულაშივ საკმაოდ ადვილად იხსნება. ეს ფორმულა გახლავთ ასტრალური სივრცის დინამიური მდგომარეობის ფორმულა: “N2 ( N2 + 1) : 2″. ამ ფორმულაში თუ N-ის მაგივრად 6-იანს ჩასვამთ, მაშინ მივიღებთ შემდეგ ფორმულას: 62 ( 62 + 1) : 2 = 666. რადგან 36 ( 36 + 1) : 2 = 1332 : 2 = 666.
6-იანი კი მატერიალური, შეიძლება ითქვას ფინანსური სამყაროს ციფრია, ამიტომ ნუმეროლოგების რწმენით ადამიანების ცდუნება და რწმენის უარყოფა უპირველესად ფინანსური დაინტერესების გამო მოხდება (გავიხსენოთ, ზოგიერთი სექტის მცდელობები, რომ ადამიანების გადაბირება სწორედ ფინანსური საშუალებებით შეძლონ).

ფროიდის ნუმეროლოგიური მანია
თავი რომ გავანებოთ, პითაგორას, ალბერტ დიდის, აგრიპას ნაშრომებს, ციფრების მიმართ გულგრილი თვით ფსიქოანალიზის “მამა” ზიგმუნდ ფროიდიც არ იყო. მას სჯეროდა, რომ 46 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა, რადგან მისი ტელეფონი სწორედ ამ რიცხვით ბოლოვდებოდა. როდესაც ფროიდმა ამ ასაკს გადააბიჯა, მაშინ გაუჩნდა რწმენა, რომ უკვე 51 წლის ასაკში გარდაიცვლეობდა. ეს იყო ჯამი 28-ისა და 23-ისა (მისი ვერსიით, “მამრული” და “მდედრული” ციფრები), თუმცა ფროიდმა ამ ასაკსაც გადააბიჯა. საბოლოოდ ის 83 წლის ასაკში გარდაიცვალა და ყელის კიბოთი დაიღუპა. ფაქტია, რომ ფროიდი უფრო წარმატებული ფსიქოლოგი იყო, ვიდრე ნუმეროლოგი.

ვაგნერი და რიცხვი 13
რიჰარდ ვაგნერის ბიოგრაფები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კომპოზიტორის ცხოვრება საბედისწეროდ იყო დაკავშირებული რიცხვ 13-თან. ვაგნერი დაიბადა 1813 წელს. მისი თეატრი ბეირიტში გაიხსნა 13 აგვისტოს. ვაგნერმა დაწერა 13 ოპერა, მისი სახელი (გერმანულად) შედგებოდა 13 ასოსგან, ისევე როგორც მისი დაბადების წლის ჯამი (1+8+1+3=13). ვებერის ოპერა “ჯადოსნური მსროლელი”, რომელმაც ვაგნერზე უდიდესი გავლენა მოახდინა 13 ოქტომბერს გაიმართა. ხოლო ვაგნერის ოპერა “ტანგეიზერი”, რომელმაც აბსოლუტური ფიასკო განიცადა 13 მარტს შედგა, ხოლო მისი რეაბილიტაცია კი 34 წლის შემდეგ, ოღონდ 13 მაისს მოხდა. რიგის თეატრი, სადაც ის კაპელმაისტერად მუშაობდა 13 სექტემბერს იყო გახსნილი. ფერენც ლისტი, ვენეციაში მყოფ ვაგნერს 13 იანვარს ესტუმრა, ხოლო ზუსტად ერთი თვის შემდეგ 1883 წლის 13 თებერვალს, ემიგრაციაში 13 წლის ყოფნის შემდეგ ვაგნერი გარდაიცვალა.

ყველაზე პატარა ჩიტი მსოფლიოში

$
0
0

კოლიბრი ( Mellisuga helenae ) მოსფლიოში არა მხოლოდ ყველაზე პატარა ჩიტია, არამედ ყველაზე პატარა თბილ სისხლიანი არსებაც. დედალი, რომლის სიგრძეც ნისკარდიტან კუდის ბოლომდე 5 სმ-ია, იმდენივეს იწონის რამდენსაც 2 საკანცელარიო ჭიკარტი. ეს პატარა არსებეები საკმაოდ სწრაფები და მოხერხებულები არიან. მათი ფრთების მოძრაობის დანახვა შეუძლებელია რხევის სიხშირის გამო, მათ წამში 80-ჯერ შეუძლიათ ფრთების მოძრაობა .
ამ საოცარი პატარა ჩიტის გული კი წუთში 300-500 -ჯერ ცემს.
კოლიბრის ბუდე 2.5 სანტიმეტრია დიამეტრში. იგი დებს ორ კვერცხს, რომელიც მუხუდოს მარცვალის ზომისაა.

კოლიბრი
{მომზადებულია National Geographic-ის მიხედვით}

 

სექს-შოფი მორწმუნეებისთვის

$
0
0

ნიდერლანდებში, ყოფილმა სასულიერო პირმა და მოქმედმა ექსპერტმა სექსის საკითხებში, მორწმუნეებისთვის ონლაინ სექს-მაღაზია გახსნა. მაღაზიის მფლობელის, ყოფილი პასტორის, მარკ ანგენენტის აზრით, სექს მაღაზია მორწმუნე ქრისტიანებს დაეხმარებათ დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობასთან ბრძოლაში. რადგანაც, პასტორი მიიჩნევს, რომ მორმწმუნეებს არ უნდა სრცხვენოდეთ საჯაროდ სექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისა. საიტზე სახელწოდებით “სიყვარულის ბაღში ” მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს სასურველი ნივთი, ასევე გაიარონ კონსულტაციები ინსტრუქტორებთან . აღსანიშნავია, რომ ონლაინ სექს- შოფის საიტზე არ არის განთავსებული არც ეროტიკული და არც პორნოგრაფიული მასალა როგორც ფოტო ასევე ტექსტური სახით.
“სიყვარულის ბაღი” არ გახლავთ პირველი სექს-შოფი მორწმუნეებისთვის, 2010 წელს ნიდერლანდებში მსგავსი ტიპის მაღაზია მორმწუნე მუსულმანი წყილებისთვისაც გაიხსნა.

 
 

პრე მენსტრუალური სინდრომის მითი
სიყვარულის მაძებარი კაცები მეძავებთან მიდიან
ორალური სექსის შედეგები
სამფეხა კაცი ორი პენისით
4 ფაქტი ქალის სქესობრივი ცხოვრებიდან
სექსი და კალორიები
ფაქტები სექსზე
დეზებიანი პრეზერვატივი ქალებს გაუპატიურებისგან დაიცავს
სექსი თუ ჭამა
Air sex – შეჯიბრი სექსის იმიტაციაში

პროლეტარიატის სექსუალური ქცევის კოდექსი- 1924 წელი

$
0
0

ქცევის კოდექსი

პროლეტარიატის სექსუალური ქცევის კოდექსი“ 1924 წელს გამოცემულ ბროშურაში „რევოლუცია და ახალგაზრდობა“ იყო გამოქვეყნებული. პროლეტარებისთვის სექსუალური ცხოვრების 12 წესი:

1. პროლეტარიატს შორის სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში არ უნდა დაიწყოს.

2. აუცილებელია ქორწინებამდე სქესობრივი მოთხოვნილებების შეკავება. ქორწინება კი სოციალური და ბიოლოგიურ მომწიფების პერიოდში, 20-25 წლის ასაკშია დასაშვები.

3. სქესობრივი კავშირი მხოლოდ სიყვარულის ობიექტის მიმართ მრავალმხრივი სიმპათიებისა და მიჩვევის დასკვნითი ნაწილია.

4. სასიყვარულო აქტი მოცემულ მომენტში წყვილს შორის არსებული სიღრმისეული და რთული განცდების დაბოლოებაა.

5. სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს.

6. სქესობრივი ობიექტის ხშირი ცვლა დაუშვებელია. ამ მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები მრავალფეროვნებაა საჭირო.

7. სიყვარული უნდა იყოს მონოგამიური.

8. ყოველი სქესობრივი აქტისას გახსოვდეთ, რომ შეიძლება ბავშვი ჩაისახოს – საერთოდ, ამ დროს იფიქრეთ შთამომავლობაზე.

9. სქესობრივი ობიექტის შერჩევა კლასობრივი რევოლუციის თანახმად, პროლეტარისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულებით უნდა მოხდეს. სასიყვარულო ურთიერთობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ფლირტი, თავის მოწონება, კეკლუცობა და სქესობრივი მოხიბვლის სხვა ხერხები.

10. დაუშვებელია ეჭვიანობა.
11. დაუშვებელია სექსუალური გარყვნილება.

12. კლასს შეუძლია ჩაერიოს თავისი წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. რევოლუციის ინტერესების სასარგებლოდ, ყველაფერი სქესობრივი კლასობრივს უნდა დაემორჩილოს. ეს უკანასკნელი მას ხელს არაფერში შეუშლის, პირიქით, ყოველმხრივ დაეხმარება.
 
 
წიგნი- რაზე ფიქრობენ კაცები სექსის გარდა
სექსის საერთაშორისო სკოლა ავსტრიაში
მსოფლიო რეკორდი 9 საათიან მასტურბაციაში
Google-ის საძიებო სისტემით სექსის აქტივობა დაითვალეს
წელიწადში 50000 ადამიანი კვდება სექსის დროს
ფალოსის თაყვანისცემელთა ეკლესია
სექს-შოფი მორწმუნეებისთვის
პრე მენსტრუალური სინდრომის მითი
სიყვარულის მაძებარი კაცები მეძავებთან მიდიან
ორალური სექსის შედეგები
სამფეხა კაცი ორი პენისით
4 ფაქტი ქალის სქესობრივი ცხოვრებიდან
სექსი და კალორიები
ფაქტები სექსზე
დეზებიანი პრეზერვატივი ქალებს გაუპატიურებისგან დაიცავს
სექსი თუ ჭამა
Air sex – შეჯიბრი სექსის იმიტაციაში

 
წაიკითხე National Geographic-ის სტატიები ქართულად აქ ►
ნახე საინტერესო ფაქტები აქ ►
 
 

Viewing all 199 articles
Browse latest View live