Quantcast
Channel: ფაქტები –მე, რეპორტიორი
Viewing all 199 articles
Browse latest View live

გრძელცხვირა მაიმუნი

$
0
0

ცხვირა მაიმუნის სხეულის სიგრძე 55-75 სმ-ია, წონა 12-24 კგ აღწევს. აქვს ძალზე გრძელი ცხვირი (აქედან სახელწოდება), რომელიც უფრო განვითარებული აქვს მამალს. ცხვირა მაიმუნის ბეწვი ხშირია. თავი, მხრები, ზურგი და კიდურების ზედა ნაწილები აგურისფერ-წითელია, სხეულის დანარჩენი ნაწილები — მონაცრისფრო. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანზე. ცხოვრობს ტყეში, იკვებება უმთავრესად ფოთლებით. კარგად ცურავს. ქმნის 20-მდე ინდივიდისაგან შემდგარ ხროს.

566137F6-EBEC-45EC-9956958D5E2EA37E

mark-hannaford-alpha-male-proboscis-monkey-in-territorial-stance-sabah-borneo

dsc_003913-188788

proboscis_monkey_pict05

22 Proboscis monkey

images


ადამიანი მბრუნავი თავით

$
0
0

ამ, ფოტოებზე აღბეჭდილია ადამიანი სახელად მარტინ ლაურელო, რომელსაც თავის შებრუნება 180 გრადუსით შეეძლო. ადამიანი ბუ, როგორც მას უწოდებდნენ, 1886 წელს დაიბადა. 20 წლის ასაკიდან ევროპის ქვეყნებში წარმოდგენებს მართავდა. 1921 წელს ამერიკაში გაემგზავრა, სადაც სხვადასხვა სპექტაკლებსა და შოუებში მონაწილეობას იღებდა.

წიგნი, რომელმაც ,,ტიტანიკის ”კატასტროფა იწინასწარმეტყველა

$
0
0

იყო თუ არა ,,ტიტანიკის” 1912 წლის კატასტროფა ყველასთვის მოულოდნელი ?
გიგანტის  კატასტროფამდე 14 წლით ადრე გამოქვეყნდა წიგნი, რომლიც თავისი  სიუჟეტითა და შინაარსით  ძალიან ჰგავს კაცობრიობის უდიდესი საზღვაო კატასტროფის ისტორიას.
რობერტსონის ნოველის მიხედვით ეს იყო ყველაზე დიდი ლაინერი, რომელიც კი აქამდე კაცობრიობას აუშენებია.
რომანში აღწერილია თუ როგორ ეჯახება აპრილის ღამეს , იმ პერიოდის უდიდესი ლაინერი ,,ტიტანი ” აისბერგს, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთით. ბორტზე 2500 ადამიანი იმყოფებოდა, იმის გამო რომ ლაინერზე სამაშველო ნავების არასაკმარისი რაოდენობა იყო, ადამიანების  უმრავლესობა დაიღუპა. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ რომანი ,,ტიტანი” ტიტანიკის კატასტროფამდე 14 წლით ადრე ანუ 1898 წელს გამოქვეყნდა. წიგნსა და ტიტანიკის კატასტროფას შორის ვხვდებით რამდენიმე სხვა თანხვედრასაც. ორივე ლაინერი ინგლისის დროშის ქვეშ ცურავდა. ორივე მათგანი აპრილის ღამეში ნიო-ორკიდან 900 მილის მოშორებით ჩაიძირა. ისინი საუთჰემპტონიდან ნიო-ორკის მიმართულებით ასრულებდნენ რეისს.
{ფოტოზე აისბერგი, რომელსაც ტიტანიკი დაეხაჯა}

 
პეკინესი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენით
ყველაზე ძვირიანი ყავა სპილოს ექსკრემენტისგან მზადდება
ორალური სექსისთვის საუკეთესო დროა დილის 10–დან 12 საათამდე
ყველაზე მაღალი სასტუმრო
270 სანტიმეტის სიგრძის თმა
წელიწადში ერთხელ გაყვავილებული მიწა
ყველაზე დიდი სახლი ხეზე
მონა ლიზა მთვარეზე გაფრინდა
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი

მინიატურული საზამთრო

$
0
0

მონეტის ზომის საზამთრო Pepquinos-ი  სამხრეთ ამერიკაში აღმოაჩინეს და   1987 პირველად შეიტანეს ევროპაში. ამ სახეობის მწიფე საზამთროს სიგრძე 3 სანტიმეტრია. დღეისთვის, ეს სახეობა სათბურში გამოჰყავთ და მისი ფასი 10 ევროა.

როგორ გამოიყვანა ძაღლმა ლეკვები დამწვარი სახლიდან

$
0
0

ძაღლი სახელად ამანდა, ჩილეს სოციალური ქსელების ნაციონალური გმირი მას შემდეგ გახდა, რაც სოც.ქსლებში მისი ფოტოები გავრცელდა. აგვისტოს დასაწყისში, იმ სახლს სადაც ამანდა ცხოვრობდა გაუჩნდა საშინელი ხანძარი.
ფოტოზე ხედავთ, თუ როგორ გადაჰყავს ძაღლს მისი ახლად შობილი ლეკვები ცეცხლ მოდებული სახლიდან სახანძრო მანქანაში.
ZaRli

სანამ მეხანძრეები ცეცხლას აქრობდნენ, ამანდას რიგ-რიგობით, უშიშრად გამოჰყავდა ლეკვები სახლიდან. სამწუხაროდ მოგვიანებით ერთი მათგანი, დამწვრობისგან გარდაიცვალა.
zaglebi
{მომზადებულია National Geographic-ის მიხედვით}

კუნძულის ერთადერთი სახლი

$
0
0

ისლანდიის სამხრეთით, ვესთმანეიარის არქიპელაგში მდებარებოს კუნძული “Elliðaey ”
დაახლოებით 300 წლის წინ, კუნძულზე ხუთი ოჯახი ცხოვრობდა.
რთული საცხოვრებელი პირობების გამო ადგილობრივებმა კუნძულის დატოვება გადაწყვიტეს.
ბოლო მაცხოვრებელი Elliðaey-დან 1930 წელს გადასახლდა.
კუნძულზე დარჩენილი ერთადერთი შენობა კი ისლანდიის მონადირეთა ასოციაციას ეკუთვნის.

Vestmannaeyjar_archipelago_topographic_map-en.svg

lonely-house-ellidaey-iceland-70

lonely-house-ellidaey-iceland-9

lonely-house-ellidaey-iceland-67

lonely-house-ellidaey-iceland-10

სექს მუშაკის საბუთი

$
0
0

ყვითელი ბილეთი პასპორტის ალტერნატივა იყო, რომელიც რუსეთის იმპერიაში უფლებას იძლეოდა პროსტიტუციის სფეროში მოღვაწეობის . ამ საბუთის აღება ნებისმიერ ქალს შეეძლო, ამისთის ის პოლიციაში აღრიცხვაზე დადგებოდა და პასპორტს ჩააბარედა. ქალი, რომელიც ყვითელი საბუთის მფლობელი გახდებოდა, პროსტიტუციის გარდა სხვა სფეროში მუშაობის უფელბა აღარ ჰქონდა.

ჰალსტუხები –შუა საუკუნეებში და ახლა

$
0
0

ათასწლეულების მანძილზე მამაკაცები თავიანთი ყელისა და კისრის მორთვა-მოკაზმვაზე ზრუნავდნენ. მაგალითად, ძვ. წ. 1737 წელს ეგვიპტის ფარაონმა იოსებს ოქროს ძეწკვი აჩუქა.

XVI საუკუნის დამლევს ინგლისსა და საფრანგეთში თანამედროვე ჰალსტუხის წინამორბედები გამოჩნდნენ. მამაკაცები იცვამდნენ კამზოლს, რომელსაც „დაბლიტი“ ეწოდებოდა. მის მოსართავად კი კისერზე მრგვალ და გოფრირებულ მაგარ საყელოს იკეთებდნენ. ხშირ შემთხვევაში ეს საყელო, რომელსაც შეიძლება რამდენიმე გოჯის სისქეც ჰქონოდა, კისერზე გარსშემოვლებულ ფირფიტისებრ დისკოს წარმოადგენდა. ის თეთრი ქსოვილისგან მზადდებოდა და ფორმა რომ არ დაკარგვოდა, ახამებდნენ ხოლმე.
საბოლოო ჯამში, ამ საყელომ გზა დაუთმო თეთრ „დავარდნილ საყელოს“, რომელიც მთლიანად ფარავდა მხრებს. მას „ვანდეიკსაც“ ეძახდნენ. სხვებთან ერთად, მას პურიტანებიც ატარებდნენ.

XVII საუკუნეში ჩვეულებრივი გრძელი პიჯაკის ქვეშ მამაკაცებს ჟილეტი ეცვათ. მას, ვინც ასეთ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, კისერი კაშნეს მსგავსი ყელსახვევით ჰქონდა შეხვეული. ეს ქსოვილი კისერზე რამდენჯერმე იყო მოხვეული.

ამბობენ, რომ ინგლისის მეფე ჯეიმზ II-მ კორონაციის დღისთვის ნაყიდ ასეთ ყელსახვევში 36 გირვანქა სტერლინგი და 10 შილინგი გადაიხადა, რაც იმ დროისათვის საკმაოდ დიდ თანხას წარმოადგენდა. ზოგი მაქმანის ყელსახვევი საკმაოდ დიდი იყო. უესტმინსტერის სააბატოში ჩარლზ II-ის გამოსახულებაზე ჩანს ყელსახვევი, რომელიც სიგანით 15 სმ იყო, ხოლო სიგრძით — 86 სმ.

ამბობენ, რომ ყელსახვევის შეკვრის, სულ მცირე, ასი საშუალება არსებობდა. ბოუ ბრუმელზე, ინგლისელ მამაკაცზე, რომელიც გავლენას ახდენდა მამაკაცების ჩაცმულობის სტილზე, ამბობენ, რომ ერთი ყელსახვევის შეკვრას, სწორად რომ დაემაგრებინა, მთელ დილას ანდომებდა.

XIX საუკუნის 60-იანი წლებისთვის გრძელკიდეებიანი ყელსახვევი ახლანდელ ჰალსტუხს დაემსგავსა და უკვე ამ სახელს უწოდებდნენ. მას „ფორ-ინ-ჰენდსაც“ ეძახდნენ. ეს სახელი წარმოიშვა იმ კვანძიდან, რომელსაც ოთხი ცხენისგან შემდგარი ეკიპაჟის მეეტლეები იყენებდნენ. საყელოიანი პერანგებიც მაშინ შემოვიდა მოდაში. ჰალსტუხს ნიკაპის ქვეშ კვანძავდნენ, ხოლო მისი გრძელი კიდეები პერანგის გულისპირზე ეშვებოდა. აი როდის გახდა ჰალსტუხი ისეთი, როგორიც დღეს არის. სხვა სტილის, პეპლის ფორმის, ჰალსტუხმა XIX საუკუნის 90-იან წლებში მოიპოვა პოპულარობა.


მარტოკბილა

$
0
0

მარტოკბილა ძუძუმწოვარი ცხოველია დელფინისებრთა ოჯახიდან. მისი სხეულის სიგრძე 5-6 მ, მასა — 1 ტ აღწევს. აქვს მხოლოდ ზედა 2 კბილი, რომელთაგან მარცხენა ძლიერ ვითარდება და 3 მ-მდე სიგრძეს აღწევს. გავრცელებულია არქტიკის ზღვებში. იკვებება ტავფეხიანი მოლუსკებით და თევზებით. ახალგაზრდა მარტოკბილა მოცისფრო-მორუხოა, ხანდაზმული — მუცლის მხრიდან მოთეთრო-მოყვითალო; ზურგის მხარეზე ხალები ემჩნევა. შობს ერთ, იშვიათად ორ ნაშიერს. ზოგ ქვეყანაში მარტოკბილას ხორცს საკვებად იყენებენ.

4a0947a44188

9dede7f6eb75

52d26d32a96d

w-pubdomainusfedgov-narwhal

z-freeartlicence-narwhal

მსოფლიოში ყველაზე პატარა ცხენი

$
0
0

ცხენიმსოფლიოში ყველაზე პატარა ცხენი , სახელად ფიფქია მისურიის შტატში ბინადრობს. მისმა დაბადებამ მსოფლიო გააოცა. ფიფქია სულ რაღაც 27 კგ-ს იწონის, ხოლო სიმაღლეში 44,5 სანტიმეტრია. მიუხედავად ამისა, როგორც მისი პატრონი ამბობს, იგი ცხენების ფერმაში სულაც არ გრძნობს თავს დაჩაგრულად . ფიფქია ბევრს მოგზაურობს. სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციების წყალობით ხშირად ხვდება ავადმყოფ ბავშვებს და მათ დაუვიწყარ, ბედნიერ წუთებს ჩუქნის.

 
 
არტურ კონან დოილის მუზა – რორაიმას მთა
მასაის ტომი ლომებს ნანადირევს უჭამს
ჯეკ დენიელსის ბოლო სიტყვები
გოლოდომორს გადარჩენილთა მონათხრობი
პაკისტანელმა მშობლემა ბიჭისთვის თვალის შევლებისთვის შვილი მოკლეს
ყველაზე დიდი ბიუსჰალტერი მსოფლიოში
ობობა ბუნებრივი სმაილიკით
Google-ის საძიებო სისტემით სექსის აქტივობა დაითვალეს
ცოლი ქმარზე 27%-ით ჭკვიანი უნდა იყოს
96 წლის ასაკში ინდუსმა ბავშვი “გააკეთა “
სალვადორ დალის საიდუმლო
საინტერესო ფაქტები ტუალეტის ქაღალდზე
ადამიანი რომელმაც 256 წელი იცოცხლა
ალ კაპონე სიყვარულზე სიმღერებს წერდა
საზიზღრული მოდა – ცოცხალი კუს ბრელოკი
ყველაზე პატარა ჩიტი მსოფლიოში
უცნაური ნიჭის მქონე ძაღლი
ბუნებრივად ფერადი ტბა
 

სამფეხა კაცი ორი პენისით

$
0
0

ფრანჩესკო ლენტინი 1889 წლის 18 მაისს დაიბადა სიცილიის რეგიონ სირაკუზაში, როზოლინის კომუნაში. ოჯახში ის 12 (უფრო ზუსტად კი 12.5) ბავშვიდან ერთ-ერთი იყო. მისი ტყუპი ძმა, რომლისგანაც მხოლოდ ერთი ფეხი და გენიტალიები განვითარდა, ფრანჩესკოს ზურგზე იყო შეზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ მას „სამფეხა ადამიანს” ეძახდნენ, რეალურად 4 ტერფი ჰქონდა – განუვითარებელი მეოთხე ტერფი მესამე ფეხის მუხლიდან გამოზრდილიყო. ასე რომ მთლიანობაში მას ჰქონდა 3 ფეხი, 4 ტერფი, 16 თითი ფეხებზე და 2 ფუნქციონირებადი მამაკაცური გენიტალია. გარდა ამისა, ფრანჩესკოს ცხოვრებას ისიც ართულებდა, რომ თითოეული ფეხი განსხვავებული ზომისა იყო.

ბავშვობაში ლენტინის ზედმეტი კიდურები და გამონაზარდები აღიზიანებდა. ექიმებმა გამოკვლევის შემდეგ დაადგინეს, რომ ხერხემალთან სიახლოვის გამო მათ მოშორებას შეიძლებოდა პარალიზება გამოეწვია. მშობლებმა ის მიატოვეს და დეიდის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ფრანჩესკო უნარშეზღუდული ბავშვების თავშესაფარში მიაბარა. აქ მოხვედრილს ხანდახან შვებას გვრიდა იმის ნახვა, რომ იყვნენ ბავშვები, რომლებსაც მასზე გაცილებით უარესი დარღვევები ჰქონდათ. იყვნენ ისეთები, რომლებიც საერთოდ ვერ დადიოდნენ, ვერ ხედავდნენ, არ ესმოდათ, ვერ ლაპარაკობდნენ, რამაც ლენტინს ცხოვრება სხვა თვალით დაანახა. მან არამარტო გამართული სიარული ისწავლა, არამედ სირბილი, თოკზე ხტომა, ველოსიპედის ტარება და ციგურებით სრიალიც კი. უნარშეზღუდულ ბავშვებთა სახლში გატარებულმა დრომ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა მასში და მოგვიანებით ხშირად ამბობდა, რომ ეს იყო უდიდესი მოტივატორი მის ცხოვრებაში.

1898 წელს, 8 წლის ასაკში, ლენტინი შეერთებულ შტატებს ეწვია და მაშინვე იქცა სენსაციად. ის ადვილად ხიბლავდა პუბლიკას მახვილი გონებითა და კარგი იუმორის გრძნობით, რასაც ცხადია, მისი უჩვეულო სიმარჯვის დემონსტრირებით გამოწვეული განცვიფრებაც ემატებოდა. მიუხედავად ზედმეტი გამონაზარდებისა, ფრანჩესკო არაჩვეულებრივად ახერხებდა სხეულის კონტროლსა და წონასწორობის შენარჩუნებას. წარმოდგენების გამართვისას ის ხშირად ურტყამდა ბურთს მესამე ფეხით. თუმცა რომ წამოიზარდა, ფიზიკურ მხარეზე მეტად საკუთარ ხასიათსა და პიროვნებას უსვამდა ხოლმე ხაზს.
30 წლის ასაკში ფრანჩესკო ლენტინი აშშ-ის მოქალაქე გახდა.

ლენტინს შეეძლო საუბარი და ინტერვიუს მიცემა იმ დროს, როცა დამატებით ფეხზე იდგა ან სკამად იყენებდა მას. მნახველებს ბევრი საკითხი აინტერესებდათ, დაწყებული მისი გატაცებებიდან დამთავრებული სექსუალური ცხოვრებით. ასევე ხშირად ეკითხებოდნენ ფეხსაცმელების შესახებ – თუ როგორ ახერხებდა და რამდენად უძნელდებოდა 3 ერთნაირი ფეხსაცმლის მოძებნა. გონებამახვილი ფრანჩესკო ამ დროს პასუხობდა, რომ ყიდულობდა 2 ერთნაირ წყვილს და დარჩენილ ფეხსცმელს ჩუქნიდა თავის ცალფეხა მეგობარს.

ლენტინის გამორჩეული ხასიათი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მისით დაინტერესდა ახალგაზრდა ქალბატონი ტერეზა მიურეი, მალე კი წყვილს შორის გრძნობაც გაჩნდა. მათ იქორწინეს და ერთად ცხოვრების პერიოდში 4 ჯანმრთელი შვილი შეეძინათ. ფრანჩესკო მოგზაურობას სიკვდილამდე აგრძელებდა. ის 1966 წლის 22 სექტემბერს გარდაიცვალა 77 წლის ასაკში. მისი კარიერა 40 წელს შეადგენდა, მოვლილი ჰქონდა ყველა მთავარი ცირკი და ცნობილი წარმოდგენა. მას ნაცნობები ისეთი პატივისცემით ეპყრობოდნენ, რომ ხშირად „მეფედ” მოიხსენიებდნენ.
{მომზადებულია National Geographic-ის მიხედვით}

 
 
გასაოცარი “ჰერდი და მაკდონალდის კუნძულები”
“ტულოუ”-გასაოცარი ჩინური არქიტექტურა
სამფეხა კაცი ორი პენისით
ეგვიპტეში სავარაუდოდ ხეოფსზე დიდი პირამიდა აღმოაჩინეს
NASA- ს “ცნობისმოყვარეობამ” მარსიდან პირველი ფოტოები გამოაგზავნა
ბიბლიის გამოცანები: იოანეს გამოცხადების საიდუმლო
პინგვინები არიან: ნეკროფილები, პედოფილები, მოძალადეები და მკვლელები
აზოვის ზღვა მოულოდნელად გაწითლდა
Volkswagen-ის მოლივლივე ავტომობილის კონცეპტი
როგორ ახერხებდნენ სექსს დინოზავრები?

პროლეტარიატის სექსუალური ქცევის კოდექსი- 1924 წელი

$
0
0

ქცევის კოდექსი

პროლეტარიატის სექსუალური ქცევის კოდექსი“ 1924 წელს გამოცემულ ბროშურაში „რევოლუცია და ახალგაზრდობა“ იყო გამოქვეყნებული. პროლეტარებისთვის სექსუალური ცხოვრების 12 წესი:

1. პროლეტარიატს შორის სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში არ უნდა დაიწყოს.

2. აუცილებელია ქორწინებამდე სქესობრივი მოთხოვნილებების შეკავება. ქორწინება კი სოციალური და ბიოლოგიურ მომწიფების პერიოდში, 20-25 წლის ასაკშია დასაშვები.

3. სქესობრივი კავშირი მხოლოდ სიყვარულის ობიექტის მიმართ მრავალმხრივი სიმპათიებისა და მიჩვევის დასკვნითი ნაწილია.

4. სასიყვარულო აქტი მოცემულ მომენტში წყვილს შორის არსებული სიღრმისეული და რთული განცდების დაბოლოებაა.

5. სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს.

6. სქესობრივი ობიექტის ხშირი ცვლა დაუშვებელია. ამ მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები მრავალფეროვნებაა საჭირო.

7. სიყვარული უნდა იყოს მონოგამიური.

8. ყოველი სქესობრივი აქტისას გახსოვდეთ, რომ შეიძლება ბავშვი ჩაისახოს – საერთოდ, ამ დროს იფიქრეთ შთამომავლობაზე.

9. სქესობრივი ობიექტის შერჩევა კლასობრივი რევოლუციის თანახმად, პროლეტარისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულებით უნდა მოხდეს. სასიყვარულო ურთიერთობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ფლირტი, თავის მოწონება, კეკლუცობა და სქესობრივი მოხიბვლის სხვა ხერხები.

10. დაუშვებელია ეჭვიანობა.
11. დაუშვებელია სექსუალური გარყვნილება.

12. კლასს შეუძლია ჩაერიოს თავისი წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. რევოლუციის ინტერესების სასარგებლოდ, ყველაფერი სქესობრივი კლასობრივს უნდა დაემორჩილოს. ეს უკანასკნელი მას ხელს არაფერში შეუშლის, პირიქით, ყოველმხრივ დაეხმარება.
 
 
წიგნი- რაზე ფიქრობენ კაცები სექსის გარდა
სექსის საერთაშორისო სკოლა ავსტრიაში
მსოფლიო რეკორდი 9 საათიან მასტურბაციაში
Google-ის საძიებო სისტემით სექსის აქტივობა დაითვალეს
წელიწადში 50000 ადამიანი კვდება სექსის დროს
ფალოსის თაყვანისცემელთა ეკლესია
სექს-შოფი მორწმუნეებისთვის
პრე მენსტრუალური სინდრომის მითი
სიყვარულის მაძებარი კაცები მეძავებთან მიდიან
ორალური სექსის შედეგები
სამფეხა კაცი ორი პენისით
4 ფაქტი ქალის სქესობრივი ცხოვრებიდან
სექსი და კალორიები
ფაქტები სექსზე
დეზებიანი პრეზერვატივი ქალებს გაუპატიურებისგან დაიცავს
სექსი თუ ჭამა
Air sex – შეჯიბრი სექსის იმიტაციაში

წიგნებისგან გაკეთებული კოშკი

$
0
0

კოშკურა, რომელიც ვაშინგტონში დგას 10 მეტრი სიმაღლისაა და 15 000 წიგნისგანაა გაკეთებული. გარდა ამ უჩვეულო ჩანაფიქრისა, არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კოშკურის გასაკეთებდად გამოყენებული ყველა წიგნი აშშ–ს პრეზიდენტს აბრაამ ლინკოლნს ეხება.




 
საინტერესო ფაქტები
Oº° ყველაზე ორიგინალური ტატუ
°ºO მონობაში მყოფი ქალების სახე
Oº° ლეონარდო და ვინჩის სასახლე
°ºO ქერა ქალების ფენომენის შესახებ
°ºO მიცვალებულებთან ერთად ფოტოს გადაღების ტრადიცია

მილიარდერების პირადი თვითმფრინავები

$
0
0

იმას, რასაც ახლა აქ ხედავთ, შეიძლება თქვენს ფანტაზიებშიც წარმოუდგენელი გეჩვენებოდათ. ეს, მილიარდერებისა და შოუ-ბიზნესის ვარსკვალვების ყველაზე ძვირად ღირებული პირადი თვითმფრინავებია.
ფოტოგრაფ ნიკ გლეისის ფოტორეპროტაჟი.

ინდიელებმა ფერადი სიმინდი გამოიყვანეს

$
0
0

ამერიკელი ინდიელების შთამოამვალმა ფერმერმა კარლ ბარსმა მრავალ წლიანი შრომის შედეგად ფერადი სიმინდის მოსავალი მოიყვანა. სიკვდილამდე ბარსმა ფერადი სიმინდის გამოყვანის საიდუმლო ოჯახის წევრებს გაანდო. მათ ეს ტექნოლოგიური საიდუმლო 2010 წელს სოფლის მეურნებოის გადარჩენის სფეროში მომუშავე ერთ–ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას გაანდეს. ახლა ფერადი სიმინდის თესლებს სოფლის მეურნეობის გადასარჩენად მოღვაწე ორგანიზაცია ყიდის, ერთ შეკვრას 7.95 $–ად. სიმინდის მარცვლები ვარგისა პოპკორნის გასაკეთებლადაც. თუმცა უფრო ხშირად დიმინდს ეზოს დეკორაციისთვის ყიდულობენ.


ნიასა ანუ მალავის ტბა

$
0
0

ნიასა იგივე მალავის ტბა მდებარეობს მალავის, მოზამბიკისა და ტანზანიის საზღვარზე. ფართობი შეადგენს 29 600 კმ²-ს. ის აფრიკაში სიდიდით მესამე ტბაა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით — მერვე. სიღრმით აფრიკის ტბებს შორის მეორეა. ამ უდიდესი ტბის ტროპიკულ წყლებში თევზის არაერთი სახეობა ბინადრობს.

ტბის სიგრძე მერყეობს 560-580 კილომეტრებში, სიგანეში კი ყველაზე ფართო ადგილი 75 კმ-ია. ტბის სანაპიროები მდებარეობს დასავლეთ მოზამბიკის, აღმოსავლეთ მალავის და სამხრეთ ტანზანიის ტერიტორიებზე.

პირველი ევროპელი მკვლევარი, რომელმაც ტბის სანაპიროებს მიაღწია, იყო დეივიდ ლივინგსტონი 1859 წელს და უწოდა ტბას „ნიასა“. ამის შემდეგ, სულ მალე, ტბის მიმდებარე ტერიტორიები ბრიტანეთის იმპერიამ მიიერთა და შექმნა კოლონია ნიასალენდი, მაგრამ მალე ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე პორტუგალიელებმა აიღეს კონტროლი.

ტბის გეოგრაფიული სახელწოდება დღემდე განსჯის საგანია. მალავი დაჟინებით ითხოვს, რომ ტბას ეწოდოს „მალავის ტბა“, მაგრამ ტანზანია და სხვა ქვეყანათა უმრავლესობა, ასევე საერთაშორისო რუკები ამ ტბას მოიხსენიებენ როგორც „ნიასა“. დავას სახელის შესახებ გეოპოლიტიკური სარჩული აქვს და მომდინარეობს 1964 წლიდან, როდესაც მალავიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს ტერიტორია იმ დროისათვის ისევ ნიასალენდად იწოდებოდა.

ტბაზე საზღვრები მალავისა და ტანზანიას შორის დღემდე დავის საგანია. ტანზანია ითხოვს, რომ სახელმწიფო საზღვარმა გაიაროს ტბის შუახაზზე, როგორც ეს გადიოდა 1914 წელს გერმანულ და ბრიტანულ ტერიტორიებს შორის. საპასუხოდ, მალავი ითხოვს ტანზანიის სანაპიროდან ცოტა მოშორებულ, ტბის შიდა წყლებს.

tba malavi

tba

tbamaavis

tevzebi

მასაის ტომი ლომებს ნანადირევს უჭამს

$
0
0

ტომი ბელადიმასაი აფრიკული მომთაბარე ტომია. ერთ მშვენიერ დღესაც მასაის ტომს მობეზრდა საკვების თავად მოპოვება და გადაწყვიტა გაცილებით მარტივი ხერხისთვის მიემართა- წაერთმიათ ლომებისთვის საკვები. მათი ერთადერთი იარაღი ლომების წინააღმდეგ – ნაგლობაა. მამაკაცები მხარდამხარ დგებიან და გაბედული ნაბიჯით მიემართებიან იმ ადგილისკენ, სადაც ლომები ნადავლს მიირთმევენ. ამგვარი საქციელით ისინი ლომებს რამდენიმე წუთით აბნევენ.
შეიძლება მონათხრობი ცოტა უნცაურად ჟღერს, მაგრამ თქვენს ეჭვებს ამ ვიდეოთი გავამყარებთ.

 
 
ჯეკ დენიელსის ბოლო სიტყვები
გოლოდომორს გადარჩენილთა მონათხრობი
პაკისტანელმა მშობლემა ბიჭისთვის თვალის შევლებისთვის შვილი მოკლეს
ყველაზე დიდი ბიუსჰალტერი მსოფლიოში
ობობა ბუნებრივი სმაილიკით
Google-ის საძიებო სისტემით სექსის აქტივობა დაითვალეს
ცოლი ქმარზე 27%-ით ჭკვიანი უნდა იყოს
96 წლის ასაკში ინდუსმა ბავშვი “გააკეთა “
სალვადორ დალის საიდუმლო
საინტერესო ფაქტები ტუალეტის ქაღალდზე
ადამიანი რომელმაც 256 წელი იცოცხლა
ალ კაპონე სიყვარულზე სიმღერებს წერდა
საზიზღრული მოდა – ცოცხალი კუს ბრელოკი
ყველაზე პატარა ჩიტი მსოფლიოში
უცნაური ნიჭის მქონე ძაღლი
ბუნებრივად ფერადი ტბა
 

პეიჟაზები პლანეტა მარსზე

$
0
0

2006 წლიდან , მარსის ზედაპრიდან 300 კმ დაშორებით კვლევითი აპარატი Mars Reconnaissance Orbiter-ია განლაგებული. აპარატი აღჭურვილია HiRISE-ის ფოტოკამერით, რომლის მეშვეობით გადაღებულ ფოტოებსაც წლებია რაც დედამიწაზე აგზავნის.


კრატერი “ვიქტორია”

შოკოლადმა შეიძლება ძაღლი სასიკვდილოდ მოწამლოს
ესპანელი მზის კანონიერი მფლობელი გახდა
ცნობილი ყაჩაღის ფოტო 2 300 000$ შეაფასეს
გამაოგნებელი ნამუშევრები ფოთოლზე
ჰომსი – მკვდარი ქალაქი

თქვენი საყვარელი ძაღლის კლონირება შესაძლებელია

$
0
0

თუ, თქვენ გსურთ კლონირება გაუკეთოთ საყვარელ ოთხფეხა მეგობარს, მაშინ სამხრეთ კორეაში მოგიწევთ გამგზავრება.
მას შემდეგ, რაც 1996 წელს კლონირება გაუკეთეს ცხვარს დოლის , ბევრ ქვეყანაში კლონირება გარდა სამეცნიერო მიზენებისა კანონით აკრძალეს, მაგრამ არა სამხრეთ კორეაში—იქ თქვენ ,,მოკრძალებული” თანხის, 100 000 დოლარის სანაცვლოდ შემოგთავაზებენ საყვარელ ძაღლის “ასლის” დამზადებას.

კლონირების ტექნოლოგიები ჯერ ისევ იხვეწება და წარუმატებელი კლონების რიცხვი პროცენტულად საკმაოდ მაღალია, ამიტომ ეს ბიზნესი სწრაფი ტემპებით არ ვითარდება. შესაბამისად, კლონების უმეტესობა იღუპება გენეტიკური დარღვევების გამო. ზოგიერთს კლავენ, რადგან კლიენტს შეკვეთილი ჰქონდა მხოლოდ ერთი ასლი, მაგრამ გამოვიდა რამდენიმე. იმ შემთხვევაში თუ პროცესი წარმატებით დასრულდება თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ძაღლის ზუსტი ასლი . ამასთანავე, არ არის გამორიცხული, რომ ხასიათებით კლონირებული ძაღლი შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს ,, ორიგინალისაგან” , როგორც ერთი კვერცხუჯრედიდან წარმოქმნილი ტყუპები, რომლებსაც აქვთ 99 პროცენტი გენეტიკური დამთხევა, მაგრამ მაინც განსხვავდებიან ხასიათებით.

 
პროსტიტუციის კურსები ესპანეთში
არქეოლოგებმა °რომეო და ჯულიეტა° იპოვეს
Windows–ის შპალერის ისტორია
10 000 ცალი სააღდგომო კვერცხით მორთული ხე
თეთრი უდაბნო

ძაღლი პატრონის საფლავს 14 წელი არ მოშორებია

$
0
0

ჯონ გრეი პოლიციელი იყო, ბობი კი ჯერ კიდევ ლეკვი, როცა გრეის ჩააბარეს. ისინი 2 წელი ერთად მუშაობდნენ, მაგრამ 1858 წელს , მოულოდნელად ჯონი ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. გასვენების დღეს ძაღლი არ მოშორებია პატრონს და როცა ჯონი დაასაფლავეს მის საფლავზე დაიდო ბინა.
14 წლის განმავლობაში ბობს პატრონის საფლავთან ეძინა. საჭმელს უახლოესი სასადილოს მეპატრონე აჭმევდა, ხოლო სუსხიან დღეებში ახლო მდებარე სახლებში ათბობდნენ. მალე ძაღლი იმდენად ცნობილი გახდა, რომ ქალაქის მერის ბრძანებით ძაღლს მუნიციპალიტეტი პატრონობდა.
1872 წელს მობი მოკვდა და დაკრძალეს მისივე პატრონის გვერდით.
1873 წელს ედნიბურგში ბობს ძეგლი დაუდგეს და იქვე მისივე სახელობის ბარსაც ნახავთ.

ძაღლები

 

Viewing all 199 articles
Browse latest View live