Quantcast
Channel: ფაქტები –მე, რეპორტიორი
Viewing all 199 articles
Browse latest View live

ნიუტონი ვაჟიშვილი გარდაიცვალა

$
0
0

სერ ისააკ ნიუტონი დაიბადა 1642 წლის 4 იანვარს, სოფელ ვულსთროპში. იგი დღენაკლული იყო და ექიმთა ვარაუდით სულ რამდენიმე დღე იცოცხლებდა, მაგრამ ბავშვი გადარჩა და 85 წლამდეც მიაღწია.
ნიუტონზე ბევრი მითი არსებობს: მიუხედავად იმისა, რომ ნიუტონი ღრმადმორწმუნე პიროვნება იყო, მაინც არ სჯეროდა სატანის და წმინდანების. იგი ორჯერ აირჩიეს პარლამენტის წევრად, მაგრამ არც ერთხელ არ გამოსულა სიტყვით. ერთადერთი რაც მისი პარლამენტში მოღვაწეობიდან ახსოვთ, ისაა, რომ კარისკაცისთვის განკარგულება გაუცია ფანჯარა დაეკეტა, რომელიც დახატული იყო.
მეცნიერს არ ჰყავდა ცოლი. მისი თანაშემწის მოგონებებით ირკვევა, რომ სერ ნიუტონი ყოველ დღეს მენციერბას სწირავდა და ქალებისგან თავი შორს ეჭირა. სერ ნოუტონის შეუძლოდ ყოფნის დროს ინგლისში მისი მეგობარი ვოლტერი ჩამოვიდა, რომელმაც ნიუტონის ვაჟიშვილობის ამბავი ამბავი მომაკვდავი გენოსის ექიმებისგნა შეიტყო.
ნიუტონის გარდაცვალების შემდეგ ინგლისელები ამბოდნენ: “ბუნება და მისი კანონები წყვდიადით იყო მოცული. მაშინ ღმერთმა არ სთქვა: “დაე იყოს ნიუტნი”.


მეცნიერებისთვის ამუცნობი სიცოცხლის ხე

$
0
0

შაჯარა-ალ ჰაიატ – ასე, უწოდებენ ხეს, რომელიც ბაჰრეინში ხარობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ამ ადგილას სამოთხის ბაღი მდებარეობდა. ხოლო ხე ერთადერთი მცენარეა , რომელიც გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ “სიცოცხლის ხე” შუაგულ უდაბნოში ოთხი ათასწლეულია რაც დგას, კვლავ გამოცანდ რჩება თუ როგორ შეუძლია გაუსაძლის კლიმატურ პირობებში არსებობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უდაბნოს სიღრმეში მიწისქვეშა წყლებია, რაც ხეს სიცოცხლის საშუალებას აძლევს.მაგრამ ჩნდება კითხვა- მაშინ მის გარშემო სხვა მცენარეები რატომ ვერ ხარობენ ?

xeudabnoshi
xedidi

xedidizveli

National Geographic-ის ნოემბრის თვის ფოტოები

2013 წლის ცნობილი ფოტოები

2013 წლის საუკეთესო სტრიტ-არტი

შექმენი ნაძვის ხე 3 წუთში [ვიდეო]

რამდენიმე საახალწლო ტრადიცია

$
0
0

ინდოეთში ახალ წელს ნაძვის ხის მაგიერ მანგოს ან ბანანის პალმას რთავენ.
შობას, ავსტრიაში ახალგაზრდები კრამპუსის საშინელ ნიღაბს ირგებენ და ქუჩებში დაეხეტებიან ბავშვების შესაშინებლად.
დანიაში კი ელფებს ბრინჯის პუდინგს უმზადებენ, რადგანაც, თვლიან , რომ თუ ელფს არ დაახვედრეს პუდიგნი ან ფაფა იგი ყველა საშობაო საჩუქარს მოიპარავს.
ფინეთში შობას ოჯახის ყველა წევრი სასაფლაოზე მიდის, რათა პატივი მიაგოს გარდაცვლილ ნათესავებს.
მექსიკაში საშობაო წირვამდე კერამიკის თეფშებს ამტრევენ, რაც ნიშნავს ძველ წელთან გამოთხოვებას.
ნორვეგიაში მიიჩნევენ, რომ ახალ წელს ბევრი ბოროტი სული და ჯადოქარი დაფრინას და რადგანაც მათი გადაადგილების ძირითადი საშუალება ცოცხია, ამიტომ ოჯახებში ცოცხებს მალავენ.
 
 
384 912 წელ მისჯილი დამნაშავე
გენიტალიების რესტორანი
აინშტაინი ავტოგრაფის მიცემაში ფულს იღებდა
მონათმფლობელი, დამპყრობელი და მეამბოხე ჭიანჭველები
პრე მენსტრუალური სინდრომის მითი
ანჯელინა ჯოლის მარჯვენა ფეხს Twitter-ის ანგარიში აქვს
სალვადორ დალის საიდუმლო
საინტერესო ფაქტები ტუალეტის ქაღალდზე
ადამიანი რომელმაც 256 წელი იცოცხლა
ალ კაპონე სიყვარულზე სიმღერებს წერდა
საზიზღრული მოდა – ცოცხალი კუს ბრელოკი
ყველაზე პატარა ჩიტი მსოფლიოში
უცნაური ნიჭის მქონე ძაღლი
ბუნებრივად ფერადი ტბა
 
წაიკითხე National Geographic-ის სტატიები ქართულად აქ ►
ნახე საინტერესო ფაქტები აქ ►
 
 

სურიალისტური ირონიის კარიკატურები

$
0
0

ბოლიგანი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი მექსიკელი კარიკატურისტია. მან ამ სურიალისტურ კარიკატურებში თანამედროვე სამყარო ასახა.

kariaktura ekocidi

kariaktura gaseirneba

kariaktura guli

kariaktura sikvarulis simbolo

kariaktura korida

karikarura

karikatura adami

karikatura fexburteli

karikatura krizisi

karikatura sashobao sulis shenarchuneba

karikatura surealsituri

karikatura taobebis sxvaoba


არქტიკული ყინვები ამერიკაში {ფოტო}

ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა {ფოტო}

$
0
0

არქტიკული ყინვების შედეგად ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა.

ნიაგარის ჩანჩქერი — სამი ჩანჩქერისაგან შემდგარი წყალვარდნილთა სისტემაა, მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს.

იგი უძველეს დროში წარმოიქმნა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების დროს შეიქმნა. 1848 წლის 29 მარტს ამ ჩანჩქერზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მოხდა, ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა. ეს გამოიწვია ამ დღეს არსებულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან მდინარე ნიაგარაზე გადავიდა და უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე ქალაქ ბუფალოს სიახლოვეს, ეს მოვლენა დაახლოებით 30 საათს გაგრძელდა.

ფოტოარქივებში შემონახულია ნიაგარას გაყინული ჩანჩქერის ამსახველი ფოტო, რომელიც 1911 წლით თარიღდება.

niagaras chanchkeri
niagara

niagara gakinuli

niagara kanada

როგორ წარმოიქმნება თოვლის ფიფქი

$
0
0

თოვლის ფიფქები წარმოიქმნება ყინულის კრისტალებისგან, -300C ტემპერატურაზე. ყინულის კრისტალები, ღრუბელში მოძრაობის დროს, იზრდებიან წყლის ორთქლის გამყარების პროცესის ზარჯზე.

თოვლის ფიფქებს წარმოქმნისას ექვსკუთხედის ფორმა თუმცა, როგორც ფიფქების მიკროფოტოგრაფიებისას ვხედავთ ისინი ერთმანეთისგან ფორმით და ზომით განსხვავებულია.
მოფარფატე ფიფქს ემუქრება ორის საფრთზე. პირველი, ფიფქი შეიძლება მოხვდეს ჰაერის თბილ ნაკადში და დადნეს. მეორე, ფიფქის ვარდნის დროს, მისი ზედაპირიდან მუდმივად მიმდინარეობს წყლის აორთქლება, რასაც ქარიც ხელს უწყობს.

აქედან გამომდინარე, რომ რაც უფრო დიდხანს ვარდება ფიფქი, მით უფრო მრგვალდება და პატარავდება ის. ესე იგი სულაც არ არის აუცილებებელი ღრუბლიდან წამოსულმა ფიფქემბა, გამოწვიონ თოვა. შეიძლება მოხდეს ისე, რომ გზაში თოვლი გადაიქცეს წვიმად, ან სრულაც აორთქლდეს, ისე რომ დედამიწის ზედაპირამდე ვერც მოაღწიოს.

fifkebi

fifkebiani

fifki

tovli

tovliani

tovlis fifki

ფოტოხელოვნება ქალის სხეულზე

მოლოტოვის კოქტეილის წარმოშობის ისტორია

$
0
0

“მოლოტოვის კოქტეილის” სახელწოდება მომდიანრეობს ვიაჩესლავ მოლოტოვისგან, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი.

როგორ დაერქვა მოლოტოვი

ვერსია უკავშირდება საბჭოთა კავშირისა და ფინეთის ომის პერიოდს. ერთ-ერთი მორიგი დაბობმბის დროს მოლოტოვმა თავის რადიო გამოსვლაში განაცხადა, რომ საბჭოთა არმია კი არ ბომბავს ფინელებს, არამედ მათ აწვდის სურსათს. ამის შემდეგ ფინელებმა საბჭოთა კასეტურ ბობს РРАБ-3- ს შეარქვეს მოლოტოვის პურის კალათი, ხოლო შედარებით მომცრო ზომის ბომბებს კი მოლოტოვის საპურე. ხოლო საპასუხოდ გამოიგონეს ცხელი მასის ნარევი, რომელსაც ერთი ვერსიით თავდაპრიველად ერქვა “კოქტეილი მოლოტოვისთვის”.

რეცეპტი

მოლოტოვის კოქტეილის 5-ზე მეტი რეცეპტი არსებობს : ჩე გევარას, ფრნაგული, საბჭოთა, ფინური და ა.შ. მათ განასხვავებს შემადგენლობა და პროპორციული შეფარდება ბენზინისა სხვა ნარევების (პარაფინი, გუდრონი და ა.შ).

მოლოტოვის კოქტეილის წინაპარი

ითვლება, რომ თავად ბენზინის “ბომბის” შექმნა 1936წ ესპანეთის სამოქალაქო ომიდან იღებს სათავეს სადაც ნაციონალისტებმა გამოიყენეს ბენზინით სავსე ბოთლები ტანკების საწინააღმდეგოდ. თუმცა არსებობს ვერსია, რომ “მოლოტოვის კოქტეილის” წინაპარი უფრო ადრე, 1895 წელს კუბელებმა ესპანელების წინააღმდეგ გამოიყენეს. ცეცხლის ეფექტი ფსიქოლოგიურად იმდენად დამთრგუნველი აღმოჩნდა, რომ ნახევარ საათში ესპანელებს თეთრი დროშა გადმოუკიდიათ. ფინელები თვლიან, რომ კოქტეილის იდეა გაუჩნდა ფინური არმიის კაპიტანს ერო კუიტინენუს, რომელმაც ესპანელების გამოცდილებაზე დაყრდნობით 1937 წელს დაიწყო ბენზინის ასაფეთქებლის გაუმჯობესებული ვარიანტის კეთება.
ცნობისთვის, მოლოტოვის კოქტეილი თავდაპირველად შუშის ბოთლში კეთდებოდა, რომელსაც ფითილად უმაგრებდნენ ნაჭერს.

ინდოეთის ცოცხალი ხიდები

$
0
0

ხიდიინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ძალიან ნესტიანი და თბილი კლიმატია,რაც მდინარეების სიმრავლეს უწყობს ხელს.ამ მდინარეების ნაპირებზე კაუჩუკის ფიკუსი იზრდება.მრავალი წლის წინ,ადგილიბრივმა ტომებმა შეამჩნიეს ,რომ ფიკუსის ხშირი ფესვები მიწის ზემოთ იზრდებოდნენ და ამ ხის ეს განსაკუთრებული თვისება გამოიყენეს პირადი მიზნებისთვის – დაიწყეს ხიდების შენება. აბორიგენებმა ფესვები მიმართეს ერთმანეთის საპირისპიროდ. 500 წელზე მეტი ხნის მანძილზე მათ მრავალი ხიდი გაზარდეს,რომელთა უმეტესობაც სიგრძით 60 მეტრს აჭარბრბს.ეს ბუნებრივი კონსტრუქციებო 50 ადამიანზე მეტ წონას უძლებს და თან გამძლეა წყალდიდობების დროს,რაც ხშირია ამ რეგიონში.სწორედ ეს ცოცხალი ხიდებია ყველაზე იაფი და საიმედო გადაადგილების საშუალება ქვეყნის ამ რეგიონის ბობოქარ მდინარეებზე. ხიდი 1 ხიდი 2 ხიდი 3 ხიდი 5 ხიდი 7 ხიდი 8 ხიდი4 ხიდი-5-300x199

სან-პანკრასის რკინიგზის სადგური მსოფლიოში ყველაზე რომანტიულ ადგილად აღიარეს

$
0
0

რომანტიკული ადგილისან-პანკრასის რკინიგზის სადგური 1864 – 1868 წლებში აშენდა ლონდონში. ბრიტანეთის მთავრობამ გასული საუკუნის 60-იან წლებში მისი დემონტაჟი გადაწყვიტა.ცოტახანში დანგრევა გადაიფიქრეს და მისი სერიოზული რეკონსტრუქცია გადაწყდა.

დღეისათვის სან-პანკრასი მნახველს თავისი ვიქტორიანული არქიტექტურის მომხიბვლელობით აჯადოვებს.მის ამ ხიბლს “შეხვედრის ადგილის”9 მეტრი სიმაღლის ძეგლი აძლიერებს.სხვათაშორის აქვეა განთავსებული ევროპაში ყველაზე დიდი ,შამპანური ღვინოების ბარი.

ლონდონის სადგურთან ერთად ამ სიაში შევიდნენ ინდოეთის ტაჯ-მახალი, ჯულიეტას სახლი ვერონაში, კვიპროსის აფროდიტეს პლიაჟი, ავსტრალიის დიდი რიფი და პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაო.


საბჭოთა პერიოდის პრესა და მისი როლი „ბოროტების იმპერიაში“

$
0
0

ჟურნალისტიკა- „მასობრივი პროპაგანდისა და აგიტაციის მნიშვნელოვანი ფორმა, რომელიც აყალიბებს მასების შეგნებას და აძლევს მათ სწორ სოციალურ ორიენტაციას. სინამდვილის ობიექტური ჩვენება ძალუძს მხოლოდ კომუნისტური პარტიულობის დამცველ ჟურნალისტს. პარტიულობა და მაღალიდეურობა საბჭოური ჟურნალისტიკის განუყოფელი თვისებაა. საბჭოური ჟურნალისტიკისთვის დამახასიათებელია სიმართლე და ობიექტურობა, ხალხურობა, დემოკრატიზმი და მასობრიობა“. ჟურნალისტიკის ამგვარ განმარტებას 1984 წელს გამოცემული ქართული საბჭოთა ენციკლოპედია გვთავაზობს. სიმართლე, ობიექტურობა და დემოკრატიზმი ნაკლებად, თუმცა პარტიულობა საბჭოთა ჟურნალისტიკის მართლაც რომ განუყოფელი ნაწილი იყო.

საბჭოთა იმპერია  ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა და ბუნებრივია, ამ მხრივ გამონაკლისს არც მედია წარმოადგენდა. მითუმეტეს, როცა იმპერიის სათავეში მყოფნი კარგად აცნობიერებდნენ, თუ რა ძალის მატარებელი იყო ჟურნალისტიკა და საკუთარი მიზნებისთვის მარჯვედაც იყენებდნენ მას. საბჭოთა პერიოდში საზოგადოებასთან კონტაქტი უმეტესად ბეჭდური მედიის საშუალებით მყარდებოდა. საბჭოთა მედიის უმთავრეს მიზნად  კომუნისტური პარტიის მსოფლმხედველობის გატარება და მისი იდეების, შეხედულებებისა თუ მისწრაფებების დანერგვა იქცა.  ეს იყო  მასებზე  კონტროლის დამყარების ყველაზე ძლიერი, მოქნილი და ამავდროულად ეფექტური გზა. გზა, რომელიც კარგად დაინახა და  გონივრულადაც გამოიყენა იმპერიის სათავეში მყოფმა პოლიტიკურმა ელიტამ ის.  მედიის საშუალებით მოსახლეობის კონტროლი გახდა შესაძლებელი.  ხალხი იჯერებდა იმას, რაც მიეწოდებოდა. სხვაგვარად შეუძლებელიც  იყო, რადგან განსხვავებული აზრი ან საერთოდ არ არსებობდა, ან სასტიკად ისჯებოდა.

ყველაფერი ჯერ კიდევ ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო. გადასახლებაში მყოფი ლენინი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მარქსისტული პარტიის შექმნაში გადამწყვეტი როლის შესრულება საერთო-რუსულ პოლიტიკურ გაზეთს შეეძლო, რომელსაც იმდროინდელი რუსეთის სოციალ-დემოკრატების დაქსაქსულობა უნდა დაეძლია. 1900 წლის 11 დეკემბერს ლაიფციგში გამოდის გაზეთის პირველი ნომერი, სახელწოდებით „ისკრა“. რედაქცია ჯერ მიუნხენში იყო, მოგვიანებით ლონდონში და ერთი წლის შემდეგ ჟენევაში. გაზეთი თავდაპირველად ყოველთვიურად გამოდიოდა, 1902 წლიდან კი ორ კვირაში ერთხელ. გაზეთში ძირითადად პროკლამაციები იბეჭდებოდა. მასში წერდნენ იმ დროისათვის ცნობილი ბოლშევიკები და სწამდათ, რომ „ნაპერწკლიდან ცეცხლი აინთებოდა“. ნაპერწკალმა ცეცხლი მართლაც აანთო და ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოიყვანა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კი, პირველი, რასაც ისინი აკეთებენ არის ის, რომ  ხურავენ „ისკრას“ და აარსებენ ახალ გაზეთს სახელწოდებით „პრავდა“.

’’პრავდა“ ყოველდღიური გაზეთი იყო. მას კომუნისტური პარტიის სათქმელი უნდა ეთქვა. ეთქვა მხოლოდ ის, რაც ”სამშობლოს” გამოადგებოდა და ისე,  როგორც პარტია გადაწყვეტდა.  ”სამშობლო” კი მართლაც რომ დიდი იყო, ამიტომ გაზეთის ტირაჟი 12 მილიონს აღწევდა.  ეს იყო გაზეთი, რომელმაც 15 მოკავშირე რესპუბლიკას ენა ასწავლა.

გაზეთის დასახელების გარდა მასში სტრუქტურულად ბევრი არც არაფერი შეცვლილა, სათაური ისევ ისეთი დიდი და ეფექტური იყო. გაზეთი უძლებდა თოვლს, ქარს, წვიმასა და ნებისმიერ სტიქიურ უბედურებას… გაზეთს ხეებსა თუ ბოძებზე, ისევე, როგორც თავისუფალ აზრს ძალიან მარტივად აჩაქუჩებდნენ.

ასე აიდგა ფეხი საბჭოთა პერიოდის მედიამ. ჟურნალისტიკამ, რომელიც თავიდან ბოლომდე კონტროლდებოდა და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ”სიმართლეს” აწვდიდა ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების წიგნიერების დონე საკმაოდ დაბალი გახლდათ, ბეჭდური მედიის როლი და გავლენა მაინც უდიდესი იყო. მუშათა კლასი წერა-კითხვის უცოდინარი არ იყო, თუმცა ვინც ეს არ იცოდა, მათთვის სპეციალური აგიტატორები დადიოდნენ, რომლებიც მოქალაქეებს გაზეთს უკითხავდნენ.

„პრავდა“ არ ყოფილა ერთადერთი, რომლითაც საბჭოთა საზოგადოებამდე  ბეჭდური სახით საბჭოთა სიმართლე მიდიოდა. გამოდიოდა ”კამსამოლსკაია პრავდა” , ”პიანერსკაია პრავდა”, ”იზვესტია” და ა.შ.  საბჭოთა რესბულიკებში გამოდიოდა გამოცემები სახელწოდებით ”საბჭოთა რუსეთი”, ”საბჭოთა ლატვია” და ასე დაუსრულებლად…  საინტერესოა, რომ არასოდეს იცვლებოდა სათაურების ზომა და ლოზუნგები. გაზეთები იბეჭდებოდა ყველასთვის და ვრცელდებოდა ყველგან, რათა ”საბჭოთა სიმართლე” არ მოკლებოდა რესპუბლიკის არცერთ მცხოვრებს.  მკაცრი ცენზურის პირობებში, ვერც ერთი გამოცემა აზრადაც  ვერ გაივლებდა დაუკითხავად  ერთი სიტყვა მაინც დაებეჭდა.  მედია ავრცელებდა მხოლოდ იმას, რაც პარტიის ინტერესებში შედიოდა.

ტოტარიტალური მმართველობისთვის მედია გადაიქცა იმ საშუალებად, რომლითაც ავრცელებდა თავის იდეოლოგიას, მოქმედებდა საზოგადოების სხვადასხვა ფენაზე და მალავდა სიმართლეს.  პრესა და მედია გახდა საბჭოთა კავშირის  იარაღი, რომელიც რეჟიმს თავის დამკვიდრებაში  ეხმარებოდა. საბჭოთა ჟურნალისტს კი ერთდროულად რამდენიმე როლის მორგება უწევდა. ის ერთდროულად უნდა ყოფილიყო იდეოლოგიისთვის  მებრძოლი, პუბლიცისტი, საგამოძიებო რეპორტიორი, მოქალაქეთა მეგობარი და კოლექტივის წევრი.

Газета-Правдаასე გამოიყურებოდა  საბჭოთა რეალობა – მედიასაშუალებები დესპოტის, ძალაუფლების შენარჩუნებისა და მცირერიცხოვანი ელიტის სამსახურში იდგნენ. მათ ერთადერთი მისია გააჩნდათ-პარტიის ხოტბა. ამავე მიმართულებას ინარჩუნებდა მედია გვიანდელ საბჭოთა პერიოდშიც. იგი დამოუკიდებლობაზე არც დასაწყისში და არც მერე არ აცხადებდა პრეტენზიას. დინჯად ასრულებდა თავის მოვალეობას და ერთგულად ემსახურებოდა პარტიულ იდეოლოგიას. ამ მხრივ არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ქვეყანა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისთვის ყოველთვის დიდი თავის ტკვილი იყო. რადგან არსებობდნენ თავისუფლად და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც პუბლიცისტური წერილებისა თუ ლიტერატურული ნაწარმოებების საშუალებით უშიშრად გამოხატავდნენ საკუთარ შეხედულებებს. ეს, რა თქმა უნდა, დაუსჯელი და მითუმეტეს, შეუმჩნეველი არასდროს რჩებოდა.

საბჭოთა რესპუბლიკის დაშლის შემდეგ მედიამ ნელ-ნელა დაიწყო გათავისუფლება. თუმცა,  მონობაში ცხოვრების შემდეგ თავისუფლების სწავლა და გათავისება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მედიას წითელი ნაკვალევი მეტ-ნაკლებად დღემდე ემჩნევა.

 

თამთა ჩხაიძე

 

მამაკაცმა ხელოვნური გულით 75 დღე იცოცხლა

$
0
0

პარიზის ჟორჟ პომპიდუს საავადმყოფოში 76 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელსაც ხელოვნური გული ჰქონდა გადანერგილი.
ხანშიშესულმა მამაკაცმა ხელოვნური გულით 75 დღე იცოცხლა. ოპერაციამდე ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის ხელოვნური მართვის აპარატიდან გამორთეს.
წყარო “მოამბე”

კაცი, რომელიც 26 წელი სასიკვდილო განაჩენს ელოდებოდა, გაამართლეს

$
0
0

ამერიკელი, რომელიც 26 წელი სასიკვდილო განაჩენს ელოდებოდა,გაამართლეს. 64 წლის გლენ ფორდი 26 წელი იჯდა ლუიზიანას ციხეში. ყოველდღე ელოდებოდა სიკვდილს. დღეს ის უდანაშაულოდ ცნეს. ფორდს ნაცნობი იუველირის მკვლელობა ედებოდა ბრალად. მას სასიკვდილო განაჩენი 1988 წელს გამოუტანეს.

ფორდი უარყოფდა წაყენებულ ბრალდებას. მთავარმა მოწმემ, რომელიც დაკავებულს ადებდა ხელს, ბოლოს აღიარა, რომ ტყუილს ამბობდა. გლენ ფორდმა ციხე დატოვა, მას საპატიმროსთან ჟურნალისტები ელოდებოდნენ. ის ამბობს, რომ არ იცის, როგორ შეძლებს ცხოვრების გაგრძელებას.
იუწყება “მოამბე”

ლეპტოპი სამზარეულო

$
0
0

Electrolux Mobile Kitchen-ი მობილური სამზარეულოა, რომელიც ელემენტებზე მუშაობს. მას გააჩნია ინდუქციური ფილა, გამყოფი დაფა და სენსორული LCD ეკრანი. მზარეულს შეუძლია ეკრანზე თვალი ადევნოს კერძის მომზადების პროცესს. ლეპტოპი სამზარეულო 3G და Wi-Fi-თ არის აღჭურვილი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ მზადების პარალელურად რეცეპტები მოიძიოს ინტერნეტში. მოწყობილობა , ასევე აღჭურვილია ვიდეო თვალით, რომლის გამოყენებაც კერძის მზადებისას არის შესაძლებელი, ამგვარად ვიდეო ზარის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მეგობრისგან კერძის მოსამზადებლად საჭირო რჩევებიც მიიღოს.

ჩაუპადი- მენსტრუაციის დროს ქალის გარიყვის ტრადიცია

$
0
0

მიუხედავად სასამართლო აკრძალვისა, ცენტრალურ და დასავლეთ ნეპალში დღემდე არსებობს ჩაუპადის ტრადიცია. ამ ტრადიციის მიხედვით ქალები მენსტრუაციული ციკლის დროს მთებში იხიზნებიან. მენსტრუაციის პერიოდში ქალს უკრძალავენ ქმრის , მცენარეების, შინაური ცხოველების , ხილის და ბოსტნეულის შეხებას, ასევე აკრძალულია ჰიგიენური საშუალებეის და სითბოსითვის ლაბადის გამოყენება. ტრადიციის მიხედვით ქალებს ეკრძალებათ რძის პროდუქტებისა და ხორცის მიღება. ისინი მენსტრუაციის დროს მხოლოდ წყალს, მარილს და ბრინჯს იღებენ. ასეთ გაუსაძლის პირობებში მყოფი ქალები ხშირად იღუპებიან. ბოლო შემთხვევა 2012 წელს დაფიქსირდა, როცა მთებში გახიზნული 28 წლის მუნადევი სიცივის შედეგად გარდაიცვალა.
გაეროს არ გააჩნია ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ქალი შეეწირა ჩაუპადის ტრადიციას, თუცა, ცნობილია, რომ გარიყული ქალების დიდ ნაწილს უჩნდება რესპირატორული დაავადებები, მალარეა, იღუპებიან გველის ნაკბენითა და მტაცებელი ცხოველების თავდასხმის შედეგად.
[ფოტო: ნეპალში ქალები აღასრულებენ ჩაუპადის ტრადიციას]

Viewing all 199 articles
Browse latest View live